ოპოზიციას საქართველოს პარლამენტის შენობასთან კარავი არ გააშლევინეს – ვიდეო

გამოწერა
კვირას, ღამით ოპოზიციის მომხრეებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცეს. რა ხდებოდა გამზირზე – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ლიდერებმა კვირას, ღამით მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე გამოიყვანეს.

თავიდან რამდენიმე ათასი მომიტინგე მივიდა პარლამენტის შენობასთან. მათ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. ისინი არსებული შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვდნენ.

შემდეგ რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა მსვლელობა გამართა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი დაიშალა, თუმცა აქტივისტების ჯგუფი პარლამენტთან დარჩა და კარვის გაშლა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0