ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართა - ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა, რომლებიც კვირას საღამოს პარლამენტთან შეიკრიბნენ, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულების მსვლელობა გამართეს

„ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციას არჩევნების შედეგების საწინააღდეგოდ პროტესტისკენ მოუწოდებს. აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში. ისინი ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი მოხვდება. პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“. მეორე ადგილზე - ბლოკი „ძალა ერთობაშია“. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0