საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

277
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიულ ცენტრში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დეზინფექცია ჩატარდა. როგორ მიმდინარეობდა პროცედურა - იხილეთ ვიდეოში

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1 731-მდე იმატა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ოფიციალური ვებგვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღემდე 33 858 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-კლინიკები დატოვა 2 197-მა პაციენტმა, პანდემიის დაწყებიდან განიკურნა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253.

277

საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის ვიდეო

27
(განახლებულია 16:01 30.11.2020)
„ევრობასკეტ-2022“-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებმა შეხვედრა ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართეს.

ქართულმა გუნდმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 91–85, რითიც მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა და 10-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. 19 ქულა მოიპოვა თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნაც დაამატა.

ამავე ჯგუფში შვეიცარიის ნაკრებმა მოულოდნელად ანგარიშით 92-90 გაიმარჯვა სერბეთთან შეხვედრისას.

საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს ისევ ესპოოში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდება. 

27

მადრიდის ცენტრში წინასაშობაო ხალხმრავლობაა ვიდეო

16
(განახლებულია 15:31 30.11.2020)
მადრიდის ცენტრში საშობაოდ მოწყობილი და განათებული პრესიადოს ქუჩა ხალხით გადაივსო მიუხედავად სოციალური დისტანციის დაცვისა და ხალხმრავლობისგან თავის არიდების რეკომენდაციებისა.

ესპანეთის დედაქალაქში მაღაზიებთან რიგები დადგა, რაზეც საზოგადოებას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა.

„ჩემი აზრით, აქ უამრავი ხალხია, ზოგიერთი შესაძლოა დაინფიცირდეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი უპასუხისმგებლოა“, – თქვა გამვლელმა მოზარდმა.

„ბევრი ხალხია, ეს ცოტა საშიშია, თუმცა ჩვენ თავს ვიცავთ პირბადეებით და კარგად ვატარებთ დროს“, – განაცხადა ჯოზიასმა, კიდევ ერთმა გამვლელმა მოზარდმა.

მადრიდში უკვე შემსუბუქდა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა საკომენდანტო საათი 00:00-დან 06:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კვირისთვის ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1.628.208 შეადგინა, გარდაიცვალა 44.668 ადამიანი.

16
ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსი აივ–ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზეზი გახდა

0
(განახლებულია 09:28 01.12.2020)
საქართველოს იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს შემცირდა აივ–ტესტირების გავლის მსურველთა რაოდენობა, რამაც, შესაბამისად, შეამცირა აივ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, ნათქვამია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განცხადებაში.

მსოფლიოში 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2020 წლის თემაა „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.

საქართველო და აივ-ინფექცია: ბოლო მონაცემები>>

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემია მტკივნეულად აისახა აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებზეც.

„უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ Covid-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ–სტატუსი და თუ ხარ აივ–ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლავ აივ–შიდსთან ბრძოლისთვის დამატებითი ფინანსების მობილიზაცია, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხში და გაუმჯობესდეს ინფიცირებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი.

ამ დროისთვის საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ რეგისტრირებულია 8598 აივ–ინფიცირებული, აქედან 6422 მამაკაცია, ხოლო 2176 – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29–39 წლისაა. შიდსი განუვითარდა 4 441 პაციენტს, გარდაიცვალა 1 781.

კიდევ ერთი: აივ-ინფექციისგან მსოფლიოში მესამე ადამიანი განიკურნა>>

30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში მკურნალობს 5 379 პაციენტი, აქედან 46 ბავშვია. საქართველოში აივ–შიდსის დიაგნოზი პირველად 1989 წელს დაისვა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მოქალაქეებს ახსენებენ, რომ ტესტი აივ0შიდსზე და კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უფასო და ანონიმური.

0