სამმაგი დარტყმა პანდემიაზე: რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

31
(განახლებულია 16:34 21.10.2020)
რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო, რომელიც მ. პ. ჩუმაკოვის სახელობის ცენტრმა შექმნა.

მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტრო დაარეგისტრირებს ახალ პრეპარატს და წლის ბოლომდე მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. მანამდე სახელმწიფომ დაარეგისტრირა ვაქცინა, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრმა „ვექტორმა“ შექმნა. ასევე დასასრულს უახლოვდება მსოფლიოში პირველი ვაქცინის Спутник V-ს გამოკვლევები. ახლა რუსული პრეპარატის მესამე საგამოცდო ეტაპი საზღვარგარეთ მიმდინარეობს, სწორედ მათ დასკვნებზე იქნება დამოკიდებული ვაქცინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

31

მოვასწროთ ყველაფერი: შეზღუდვების დაწესებამდე თბილისი დიდ საცობად გადაიქცა - ვიდეო

28
დღეს შეზღუდვების დაწესებამდე ბოლო დღეა. იკეტება რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, რასაც „შავი პარასკევიც“ ერთვის

ამის გამო ქალაქში წარმოუდგენელი ხალხმრავლობაა, გზები კი გადატვირთულია. მტკვრის ორივე სანაპიროზე უზარმაზარი საცობები წარმოიქმნა, რადგან ქალაქის გასასვლელებში დიდი სავაჭრო ცენტრებია განთავსებული

28

ნეაპოლში დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობენ ვიდეო

41
(განახლებულია 13:38 27.11.2020)
იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეაპოლის მკვიდრები არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო არმანდო მარადონას გამოემშვიდობნენ, რომელიც ოთხშაბათს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

მარადონა ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სიმბოლოდ მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მისი დახმარებით ქალაქმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა სერია A-ში 1987 წელს.

კლუბის განცხადებაში მარადონას გარდაცვალება აღწერილია როგორც „გამანადგურებელი დარტყმა“.

41
COVID 19 იტალიაში

გასროლა იტალიაში: გერმანელმა ეპიდემიოლოგმა პანდემიის სენსაციური ვერსია გაახმოვანა

0
(განახლებულია 17:22 27.11.2020)
გერმანელი ეპიდემიოლოგი ევროპელებს უყურადღებობაში სდებს ბრალს, რამაც შეუწყო კიდეც ხელის კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას არავინ მიაქცია ყურადღება, განაცხადა გერმანელმა ეპიემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF–ის ეთერში.

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19–ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19–ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში — განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში