საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებმა მატჩის წინ ივარჯიშეს ვიდეო

88
(განახლებულია 15:16 08.10.2020)
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის თქმით, ბელარუსის ნაკრებთან შეხვედრა საკმაოდ რთული იქნება და მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „გამარჯვებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მან.

ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილ მარხელი მიიჩნევს, რომ მოედანზე ყველაფერი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ განწყობაზე იქნება დამოკიდებული. „გაიმარჯვებს ის, ვინც ძლიერი აღმოჩნდება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ ივარჯიშეს მატჩის წინ გუნდებმა.

 

88

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები ვიდეო

170
(განახლებულია 13:16 22.10.2020)
ბოროტმოქმედმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 20-მდე მძევალი აიყვანა, შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები მოვლენათა ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის აფეთქებით იმუქრება, თუ სამართალდამცველები შტურმით შესვლას ეცდებიან. მძევლებად მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მიმდინარეობს მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები.

170

სამმაგი დარტყმა პანდემიაზე: რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

24
(განახლებულია 16:34 21.10.2020)
რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო, რომელიც მ. პ. ჩუმაკოვის სახელობის ცენტრმა შექმნა.

მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტრო დაარეგისტრირებს ახალ პრეპარატს და წლის ბოლომდე მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. მანამდე სახელმწიფომ დაარეგისტრირა ვაქცინა, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრმა „ვექტორმა“ შექმნა. ასევე დასასრულს უახლოვდება მსოფლიოში პირველი ვაქცინის Спутник V-ს გამოკვლევები. ახლა რუსული პრეპარატის მესამე საგამოცდო ეტაპი საზღვარგარეთ მიმდინარეობს, სწორედ მათ დასკვნებზე იქნება დამოკიდებული ვაქცინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

24
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 23 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:25 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 ოქტომბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია, საღამოს მერწყულის ნიშანში გადადის.

დღის პირველ ნახევარში – თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

დღის მეორე ნახევარში, თბილისის დროით 16:22 საათიდან მთვარე მერწყულის ნიშანში გადადის. ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში მოლაპარაკებების გამართვა, ახალი კავშირების დამყარება, სარეკლამო და სააგიტაციო კამპანიის წარმოება, გასაუბრება, სიტყვის ძალის გამოყენება ინვესტორების, პარტნიორებისა თუ სპონსორების დარწმუნებისთვის, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხელქვეითებისთვის მადლობის გადახდა და წახალისება, ხელქვეითებისთვის კი ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, თითოეული სიტყვის აწონ–დაწონა, ბიზნესმენების მხრიდან შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა, მათი სპონსორობა.

არარეკომენდებულია ვინმეს გადმობირების დროს ზედმეტი მცდელობა, ეჭვებისა და შიშების შესახებ საუბარი.

რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის. დღის მეორე ნახევარში, სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

საღამოს კი, ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0