ტკივილით გაჯერებული: 91 წლის ქალბატონის სიმღერამ მაყურებელი შეძრა

74
(განახლებულია 12:55 05.10.2020)
მაყურებლებმა და ინტერნეტმომხმარებლებმა ემოციურად შეაფასეს 91 წლის შემსრულებლის, დინა იუდინას გამოსვლა შოუში Голос 60+

მხცოვანმა ქალბატონმა არაჩვეულებრივად შეასრულა ვალენტინა ტოლკუნოვას სიმღერა „რომ არ ყოფილიყო ომი“ და შოუს სუპერფინალში გავიდა.

„ეს სიმღერა უამრავჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ახლა ვიჯექი დარბაზში და გულამოსკვნილი ვტიროდი“, - წერს იუზერი Svetlana Russina.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დინა იუდინა გახდა კიდეც კონკურსის გამარჯვებული.

74
თემები:
რუსეთი დღეს (633)

ქართველმა მარიამ ბონდარენკომ Ты супер!-ის ჟიური აღაფრთოვანა და შემდეგ ტურში გადავიდა

97
(განახლებულია 15:23 19.10.2020)
საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის მარიამ ბონდარენკომ პროექტში Ты супер! კონკურსის მომდევნო ტურში გადასვლის შემდეგ იტირა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რატომ ვერ შეიკავა ახალგაზრდა მომღერალმა ცრემლები და რაზე ისაუბრა მან შოუს დასრულების შემდეგ.

გოგონამ თქვა, რომ ის კონკურსის სხვა მონაწილეებსაც გულშემატკივრობდა. მარიამმა პროექტში შეასრულა რიანას სიმღერა Diamonds, ჟიურის ყველა წევრმა კი მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი.

მარიამის თქმით, ის სცენაზე გასვლამდე ძალიან ნერვიულობდა – ეს მისი პირველი გამოსვლა იყო. კულისებში გოგონას ელოდა დედა, რომელმაც ასევე ვერ შეიკავა ემოციები, როდესაც ცნობილმა რუსმა პროდიუსერმა იგორ კრუტოიმ მარიამ ბონდარენკო დაასახელა და კონკურსის მეორე ტურში გადაიყვანა.

ტელეარხზე НТВ საერთაშორისო ვოკალური პროექტის Ты супер! მეოთხე სეზონი მიმდინარეობს, რომელიც მხარს უჭერს მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

საქართველო ამ პროექტში მესამედ მონაწილეობს, პირველ სეზონში საქართველოს წარმოადგენდა ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან, მესამეში კი – თეკლა ეკალაძე თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! მართავენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

97

ბავშვები და COVID-19: როგორ მუშაობენ საბავშვო ბაღები თბილისში პანდემიის პირობებში

82
(განახლებულია 20:35 14.10.2020)
ხანგრძლივი კორონავირუსული პაუზის შემდეგ თბილისში ამ კვირიდან ამუშავდა საბავშვო ბაღები, მაგრამ ახალი და მკაცრი პირობებით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ის რეკომენდაციები, რომელთა შესაბამისად უნდა იარონ ბავშვებმა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში.

ახალი წესების თანახმად, მშობლებს ბაღში არ უშვებენ, აღსაზრდელები დაწესებულების თანამშრომლებს შესასვლელიდან მიჰყავთ. ბაღებში პატარები გადიან თერმოსკრინინგს, დეზობარიერებს, დეზინფექციას.

თუ ბავშვს ბაღში მიყვანისას აღმოაჩნდება სიცხე, მშობელი 112-ში დარეკვის რეკომენდაციას იღებს.

თბილისის საბავშვო ბაღებში ოთახები უნდა განიავდეს ყოველ ორ საათში, ხოლო ყველა აღმზრდელი ვალდებულია ატაროს პირბადე.

82
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ოქტომბერს

0
(განახლებულია 18:07 19.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩოს და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს