აჭარაში მომხდარმა საშინელმა მეწყერმა მსხვერპლი გამოიწვია - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

232
ხელვაჩაურუს რაიონში ძლიერი წვიმების გამო მეწყერი ჩამოწვა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. იხილეთ ვიდეო კადრები სტიქიური უბედურების ადგილიდან

სოფელ ჯოჭოში მეწყერმა დაანგრია სახლი, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი იმყოფებოდა. საუბარია ერთი ოჯახის წევრებზე - მამაზე, დედაზე და შვილზე. მედიის ცნობით, ბავშვის ძებნა კვლავაც გრძელდება. მშობლების ცხედრები უკვე აღმოჩენილია.

მანამდე მაშველებმა იპოვეს ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი. როგორც გაირკვა, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. ახლა მაშველები ეძებენ კიდევ ერთი ავტომობილის მძღოლს, რომელიც ტალღამ წაიღო. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ავტომობილი მდინარე სატეხიაში, ხოლო მძღოლი იქ არ აღმოჩნდა.

მეწყერის ჩამოწოლისა და ძლიერი წვიმის შემდეგ რეგიონიდან 11-ში 440 ზარი შევიდა. უმეტესობა მათგანი სახლის პირველი სართულის, სარდაფისა და ეზოს დატბორვის შესახებ იყო. წინა დღეს დამატებითი ძალები გაიგზავნა აჭარაში სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან.

 

232

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

233
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიულ ცენტრში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დეზინფექცია ჩატარდა. როგორ მიმდინარეობდა პროცედურა - იხილეთ ვიდეოში

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1 731-მდე იმატა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ოფიციალური ვებგვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღემდე 33 858 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-კლინიკები დატოვა 2 197-მა პაციენტმა, პანდემიის დაწყებიდან განიკურნა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253.

233

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეორგოლები საქართველოში ვიდეო

101
(განახლებულია 21:10 27.10.2020)
საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგიტაციო ვიდეორგოლების დრო დადგა. „Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო საარჩევნო რეკლამების კრებულს.

პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ქართული პარტიები ბოლომდე იხარჯებიან. თუ რომელიმეს არ აქვს სახსრები, იუმორსა და კრეატივს მიმართავს.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ მიერ შედგენილ კრებულში, როგორი წინასაარჩევნო ვიდეორგოლები გადის ქართულ ტელევიზიებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევს პროპორციული სისტემით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულით.

წელს არჩევნები საქართველოში უჩვეულო რეჟიმში ჩაივლის კორონავირუსის პანდემიის გამო – ყველა ამომრჩეველი იქნება პირბადით, ხოლო კომისიის წევრებს უსაფრთხოების დამატებითი საშუალებებიც ექნებათ.

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება ყოველმხრივი მონიტორინგი – ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან.

101
ვლადიმირ პუტინი დამცავ კომბინეზონში

პუტინმა რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყების ვადა დაასახელა

0
რუსეთი მზადაა უზრუნველყოს რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა ან აწარმოოს ისინი უცხოელი პარტნიორების პლატფორმებზე

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე რუსული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„რუსული ვაქცინის გამოცდები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, იმედი მაქვს, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე წლის ბოლოსთვის გადავალთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, პირველ რიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ. თუმცა რუსეთი მზადაა უზრუნველყოს რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა ან აწარმოოს ისინი უცხოელი პარტნიორების პლატფორმებზე.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა მოწმობს, რომ ქვეყანაში მეცნიერება ვითარდება, საბჭოური სკოლა ცოცხალია.

ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაზე რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V" ნოემბრის ბოლოს შეიძლება დაიწყოს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV",  რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს. აგვისტოში იუწყებოდნენ, რომ „სპუტნიკ V“ მალე დამზადდება ასევე „რ-ფარმას“, „ბინოფარმისა“ და „ბიოკადის“ საწარმოებში.

რუსულ სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ დასრულდა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. როგორც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, „ვექტორის“ ვაქცინა სახელწოდებით „ეპივაკკორონა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა გახდება.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში