საქართველოს კორონავირუსის მეორე ტალღა უტევს ვიდეო

147
(განახლებულია 22:00 24.09.2020)
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ინფიცირების შემთხვევები დღითი დღე იზრდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ რეაგირებენ სიტუაციაზე ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა.

აჭარა კვლავ „წითელ ზონად“ რჩება – აქ ყოველდღე შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, მსხვერპლის რაოდენობა კი იმატებს. ქვეყნის მოსახლეობა საგანგაშო სტატისტიკას ხედავს, თუმცა ახალი შეზღუდვების დაწესებაც არავის სურს.

ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს. ამ ეტაპზე ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

აჭარაში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აგრეთვე ღამით რესტორნების მუშაობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აუცილებელია ნიღბების ტარება ტრანსპორტსა და მაღაზიებში. ძალაში რჩება ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვაც.

 

147

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები. რა სიურპრიზს უმზადებს აშშ კიშინიოვს

23
(განახლებულია 19:22 23.10.2020)
აშშ მოლდოვისთვის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარს ამზადებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

მისი თქმით, მოლდოვის მოქმედი ლიდერი იგორ დოდონი აშშ-ს არ აწყობს, რადგან ის „დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც, კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უკვე მოუწოდა საკუთარ საელჩოს კიშინიოვში „წინასწარ განაწყონ ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის“, თუ დოდონს კვლავ აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მონაწილეობას მიიღებს კიდევ შვიდი კანდიდატი. დოდონის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა ოპოზიციური პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, რომელიც საკუთარი პროდასავლური პოზიციითაა ცნობილი.

23

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები ვიდეო

202
(განახლებულია 13:16 22.10.2020)
ბოროტმოქმედმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 20-მდე მძევალი აიყვანა, შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები მოვლენათა ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის აფეთქებით იმუქრება, თუ სამართალდამცველები შტურმით შესვლას ეცდებიან. მძევლებად მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მიმდინარეობს მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები.

202
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

„კორონავირუსი ხომ არ მაქვს ???“: COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

0
(განახლებულია 12:20 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში