გაეროს უშიშროების საბჭოს გაზრდა სურს. რა შეიცვლება მშვიდობის შესანარჩუნებლად?

32
(განახლებულია 15:23 24.09.2020)
გაეროს ქვეყნების ლიდერებმა ორგანიზაციის განახლება ჩაიფიქრეს. რეფორმირების რამდენიმე ვარიანტი გამოითქვა გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 75 წელი შეუსრულდა. მონაწილე ქვეყნებმა გადაწვიტეს, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა. მსოფლიო შეიცვალა, სტრუქტურა მოძველდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცვლილებები უკეთესობისკენ არაა მიმართული. მაგალითად, ვლადიმირ პუტინმა ვეტოს უფლების შენარჩუნების საკითხი წამოაყენა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად - იხილეთ ვიდეოში.

32

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები ვიდეო

139
(განახლებულია 13:16 22.10.2020)
ბოროტმოქმედმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 20-მდე მძევალი აიყვანა, შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები მოვლენათა ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის აფეთქებით იმუქრება, თუ სამართალდამცველები შტურმით შესვლას ეცდებიან. მძევლებად მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მიმდინარეობს მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები.

139

სამმაგი დარტყმა პანდემიაზე: რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

21
(განახლებულია 16:34 21.10.2020)
რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო, რომელიც მ. პ. ჩუმაკოვის სახელობის ცენტრმა შექმნა.

მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტრო დაარეგისტრირებს ახალ პრეპარატს და წლის ბოლომდე მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. მანამდე სახელმწიფომ დაარეგისტრირა ვაქცინა, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრმა „ვექტორმა“ შექმნა. ასევე დასასრულს უახლოვდება მსოფლიოში პირველი ვაქცინის Спутник V-ს გამოკვლევები. ახლა რუსული პრეპარატის მესამე საგამოცდო ეტაპი საზღვარგარეთ მიმდინარეობს, სწორედ მათ დასკვნებზე იქნება დამოკიდებული ვაქცინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

21
გიორგი გახარია

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა

0
(განახლებულია 15:52 22.10.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მიღწეული შედეგი არაა საბოლოო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

 „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავი სისტემის უმთავრესი ამოცანა დღეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში დაკავებაა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს“, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა