აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ კოალიციას შექმნის: შეჩერდება თუ არა მშენებლობა?

67
(განახლებულია 17:17 23.09.2020)
აშშ-ში მოიფიქრეს ახალი მეთოდი, როგორ შეაჩერონ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკელები კოალიციის შექმნას აპირებენ.

რუსეთში ამ იდეაში კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციის ჩატარების მცდელობა დაინახეს. იქ, სადაც აშშ-თან კოალიციაა, ყოველთვის ომია, აღნიშნა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა. რატომ გააკეთა მან ასეთი დასკვნები და შეძლებს თუ არა აშშ ევროპისთვის რუსული საწვავის ნაცვლად საკუთარი გაზის მიწოდებას – იხილეთ ვიდეოში.

67

ქართველმა მარიამ ბონდარენკომ Ты супер!-ის ჟიური აღაფრთოვანა და შემდეგ ტურში გადავიდა

89
(განახლებულია 15:23 19.10.2020)
საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის მარიამ ბონდარენკომ პროექტში Ты супер! კონკურსის მომდევნო ტურში გადასვლის შემდეგ იტირა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რატომ ვერ შეიკავა ახალგაზრდა მომღერალმა ცრემლები და რაზე ისაუბრა მან შოუს დასრულების შემდეგ.

გოგონამ თქვა, რომ ის კონკურსის სხვა მონაწილეებსაც გულშემატკივრობდა. მარიამმა პროექტში შეასრულა რიანას სიმღერა Diamonds, ჟიურის ყველა წევრმა კი მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი.

მარიამის თქმით, ის სცენაზე გასვლამდე ძალიან ნერვიულობდა – ეს მისი პირველი გამოსვლა იყო. კულისებში გოგონას ელოდა დედა, რომელმაც ასევე ვერ შეიკავა ემოციები, როდესაც ცნობილმა რუსმა პროდიუსერმა იგორ კრუტოიმ მარიამ ბონდარენკო დაასახელა და კონკურსის მეორე ტურში გადაიყვანა.

ტელეარხზე НТВ საერთაშორისო ვოკალური პროექტის Ты супер! მეოთხე სეზონი მიმდინარეობს, რომელიც მხარს უჭერს მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

საქართველო ამ პროექტში მესამედ მონაწილეობს, პირველ სეზონში საქართველოს წარმოადგენდა ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან, მესამეში კი – თეკლა ეკალაძე თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! მართავენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

89

ბავშვები და COVID-19: როგორ მუშაობენ საბავშვო ბაღები თბილისში პანდემიის პირობებში

82
(განახლებულია 20:35 14.10.2020)
ხანგრძლივი კორონავირუსული პაუზის შემდეგ თბილისში ამ კვირიდან ამუშავდა საბავშვო ბაღები, მაგრამ ახალი და მკაცრი პირობებით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ის რეკომენდაციები, რომელთა შესაბამისად უნდა იარონ ბავშვებმა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში.

ახალი წესების თანახმად, მშობლებს ბაღში არ უშვებენ, აღსაზრდელები დაწესებულების თანამშრომლებს შესასვლელიდან მიჰყავთ. ბაღებში პატარები გადიან თერმოსკრინინგს, დეზობარიერებს, დეზინფექციას.

თუ ბავშვს ბაღში მიყვანისას აღმოაჩნდება სიცხე, მშობელი 112-ში დარეკვის რეკომენდაციას იღებს.

თბილისის საბავშვო ბაღებში ოთახები უნდა განიავდეს ყოველ ორ საათში, ხოლო ყველა აღმზრდელი ვალდებულია ატაროს პირბადე.

82
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0