მტერი კართან: რატომ აშინებენ პენტაგონის მაღალჩინოსნები ამერიკელებს დიდი ომით?

62
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის ახალმა ხელმძღვანელმა ჩარლზ ბრაუნმა ერთ-ერთ მოხსენებაშ განაცხადა, რომ ამერიკელები უნდა მოემზადონ დიდი ომისათვის

შესაძლოა, საკუთარ ტერიტორიაზეც კი. მაღალჩინოსნის აზრით, აშშ დაუპირისპირდება შესაბამისი სიძლიერის ზესახელმწიფოს, ხოლო კონფლიქტი მასშტაბებით შესაძლოა მეორე მსოფლიო ომსაც გაუტოლდეს. შესაძლო მოწინააღმდეგეებად ბრაუნმა უკვე დაასახელა რუსეთი და ჩინეთი და მათი სახედრო პოტენციალის ზრდაზე ისაუბრა. გასაკვირია, მაგრამ, რისკის შესამცირებლად, გენერალი თავდაცვის დაფინანსების კიდევ ერთხელ გაზრდაზე საუბრობს, რომლის ბიუჯეტიც ისედაც მეტისმეტად გაბერილია.

62

გარდაბნის აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძარი გაჩნდა ვიდეო

76
(განახლებულია 20:00 16.09.2020)
გარდაბანში მდებარე აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაბნის აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. აალება ოთხშაბათს, დილით დაიწყო. მოხდა შენობის ევაკუაცია, სასწავლო პროცესი შეწყდა. ადგილზე მივიდნენ პოლიცია და მეხანძრეები.

რამდენიმე საათის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, დაშავებულები არ არიან. სკოლის შენობა ხანძარმა მნიშნელოვნად დააზიანა.

76

COVID-19-ის მეორე ტალღა: საქართველოში შეზღუდვები წესდება - ვიდეო

143
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ამაზე გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც მეტყველებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა ზომებს მიიღებენ „უხილავი მტრის“ დასამარცხებლად

აიკრძალა მრავალრიცხოვანი ქორწილები, დაბადების დღეები, სარიტუალო ღონისძიებები კვლავ დაშვებულია. ასევე შეიზღუდა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 კაცზე მეტის მონაწილეობა.

დიდი ქალაქების სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო - ბავშვები ჯერ-ჯერობით დისტანციურად ისწავლიან. დადის ჭორები, რომ მეორე ლოკდაუნი ახლოსაა, ვინაიდან ახალი დაინფიცირებულების რაოდენობა დღითი დღე რეკორდულად იზრდება.

თუმცა ხელისუფლება იმედს იტოვებს, მიუხედავად დაავადებულთა რაოდენობის ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ჯანდაცვის სისტემა მზადაა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისათვის.

143
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

0
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში