რიგები კორონავირუსზე უფასო ტესტირებაზე ბათუმში ვიდეო

260
(განახლებულია 21:04 02.09.2020)
ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ბათუმის ბულვარში გაიხსნა COVID-19-ზე უფასო ტესტირების ახალი, რიგით მესამე პუნქტი. უკვე მეორე დღეა ადამიანები რიგში დგანან იმისათვის, რომ PCR–ტესტირება გაიარონ.
260

რუსული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლოა დსთ-ის ქვეყნებში გამოჩნდეს ვიდეო

38
(განახლებულია 19:36 25.09.2020)
რუსეთი წარმოებულ ვაქცინას მასობრივად არ გაგზავნის საზღვარგარეთ. ამის ნაცვლად რუსი მეცნიერები მზად არიან სხვა ქვეყნებს გაუზიარონ წამლის წარმოების ტექნოლოგია.

ამის შესახებ გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა.

მაგრამ ეს მიდგომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დსთ-ის ქვეყნებში. ამჟამად რუსეთში კიდევ ორი ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს. 2020 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების ნებართვა გასცა. ვაქცინა შემუშავდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. სამეცნიერო ცენტრი „ვექტორის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის ტესტები დასასრულს უახლოვდება. როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნები რუსული ვაქცინის მიღებას და რატომ არის რუსეთი მზად, გაამჟღავნოს საკუთარი კვლევები - იხილეთ ვიდეოში.

38

ქართული ტრანზიტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მონაკვეთი მზადაა

75
(განახლებულია 17:44 25.09.2020)
ხაშური – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 125 კმ-ში, მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ამ დასახლებულ პუნქტზე გადის ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა.

ხაშურის მთავარ ქუჩებზე ყოველთვის დატვირთული მოძრაობა და ხშირი „საცობები“ იყო. ახლა, ახალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა განიტვირთა და შემცირდა მგზავრობის საერთო დრო საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ქალაქებს შორის.

ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი გვერდს უვლის ხაშურს და მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებს ძველი გზის გასწვრივ, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობდნენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს შემოსავლები, ახალი გზაზე სპეციალური სავაჭრო ადგილები მოეწყობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა E-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

75
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა