საჰაერო-სადესანტო ჯარის საჩვენებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე

გამოწერა
ვაზიანის პოლიგონზე საჰაერო-სადესანტო ჯარის საჩვენებელი წვრთნები გაიმართა. რამდენიმე დღეში ნატოს ეგიდით დაიწყება მრავალეროვანი წვრთნები Noble Partner 2020. საქართველომ ოთხი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავიდან C-130 Hercules დესანტის გადმოსხმის დემონსტრაცია გამართა.

ოპერაციას თვალს ადევნედნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების სარდალი, ნატოს ქვეითი არმიის სარდალი და ამერიკული დიპლომატიური კორპუსი ელჩის მეთაურობით.

Noble Partner საქართველოში 7 სექტემბერს უკვე მეხუთედ აიღებს სტარტს. მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორი ქვეყნების ჯარების თავსებადობის ტესტირება შავი ზღვის რეგიონში. სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს თავდაცვისა და შეტევითი ოპერაციების კონტექსტში ცეცხლით, მანევრით და საბრძოლო მხარდაჭერით.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 2,7 ათასზე მეტი სამხედრო პირი საქართველოდან და ნატოს წევრი ოთხი ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი, რომლებიც ეტაპობრივად ჩამოვლენ საქართველოში წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე.

ყველა ახალი ამბავი
0