ავარიების წინააღმდეგ: ბათუმში აქცია–პერფორმანსი გაიმართა

124
(განახლებულია 18:52 01.09.2020)
ბათუმის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ადამიანების დაღუპვის წინააღმდეგ მოეწყო, ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის პეტიციას, რომელსაც ბათუმის მერიასა და ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობას გაუგზავნიან.

აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებითი შუქნიშნების, „ზებრებისა“ და „მწოლიარე პოლიციელების“ დაყენება, ასევე მოძრაობის წესების დამრღვევთა მკაცრად დაჯარიმება მოითხოვეს – როგორც მძღოლების, ისე ქვეითების.

გარდა ამისა, პეტიციაში ასევე არის მოთხოვნა, რომ ქალაქის იმ ქუჩებზე, რომლებზეც ქვეითები და ველოსიპედისტები მოძრაობენ, სიჩქარის ლიმიტი შემცირდეს.

124

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

16
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

16

არავითარი დღესასწაული: როგორ იმოქმედა პანდემიამ რთველზე - ვიდეო

230
საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ყურძნის მოსავლის აღების სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ იღებენ მოსავალს კახეთში COVID-19-ის ფონზე

რთველი საქართველოში ყოველთვის ნამდვილ და ხანგრძლივ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც უყვართ სოფლის მკვიდრებსაც და ქალაქელებსაც. მაგრამ პანდემიამ მასზეც იქონია გავლენა.

ლოკდაუნმა, ტურისტების არყოფნამ, დაკეტილმა ბარებმა და რესტორნებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ღვინის ბაზარს. 2020 წელს ღვინის ქარხნები იძულებულები გახდნენ ყურძნის ყველა ჯიშზე შესასყიდი ფასი დაეწიათ. ფერმერებს ახლა არჩევანის საშუალება არ აქვთ - პანდემიის მიუხედავად, უამრავი საქმეა.

ამ დროისათვის კახეთში უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი. ჯამში წელს 300 ათასო ტონა მოსავლის აღება იგეგმება.

230
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

0
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში