საშინელი ავტოკატასტროფა შატილში: დამტვრეული მიკროავტობუსის კადრები

432
(განახლებულია 18:56 24.08.2020)
კვირას, საღამოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან გიდი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

იმ მიკროავტობუსის სამი მგზავრი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ექიმების თქმით, დაზარალებულთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ბრძანებულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშებს დაუშვებენ.

432

რუსული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლოა დსთ-ის ქვეყნებში გამოჩნდეს ვიდეო

30
(განახლებულია 19:36 25.09.2020)
რუსეთი წარმოებულ ვაქცინას მასობრივად არ გაგზავნის საზღვარგარეთ. ამის ნაცვლად რუსი მეცნიერები მზად არიან სხვა ქვეყნებს გაუზიარონ წამლის წარმოების ტექნოლოგია.

ამის შესახებ გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა.

მაგრამ ეს მიდგომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დსთ-ის ქვეყნებში. ამჟამად რუსეთში კიდევ ორი ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს. 2020 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების ნებართვა გასცა. ვაქცინა შემუშავდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. სამეცნიერო ცენტრი „ვექტორის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის ტესტები დასასრულს უახლოვდება. როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნები რუსული ვაქცინის მიღებას და რატომ არის რუსეთი მზად, გაამჟღავნოს საკუთარი კვლევები - იხილეთ ვიდეოში.

30

ქართული ტრანზიტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მონაკვეთი მზადაა

54
(განახლებულია 17:44 25.09.2020)
ხაშური – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 125 კმ-ში, მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ამ დასახლებულ პუნქტზე გადის ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა.

ხაშურის მთავარ ქუჩებზე ყოველთვის დატვირთული მოძრაობა და ხშირი „საცობები“ იყო. ახლა, ახალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა განიტვირთა და შემცირდა მგზავრობის საერთო დრო საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ქალაქებს შორის.

ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი გვერდს უვლის ხაშურს და მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებს ძველი გზის გასწვრივ, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობდნენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს შემოსავლები, ახალი გზაზე სპეციალური სავაჭრო ადგილები მოეწყობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა E-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

54
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020