წყალდიდობა და კილომეტრებიანი საცობი ბათუმში - ვიდეო

გამოწერა
ბათუმში ქუჩები და გზები დაიტბორა - ქალაქის გასასვლელთან თბილისის მიმართულებით მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო სტიქიის ადგილიდან

სინოპტიკოსების მტკიცებით, აჭარაში რამდენიმე საათში ნახევარი წლის ნორმის ოდენობის ნალექი მოვიდა. დატბორილია ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები.

პარალიზებულია ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელი გზები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სპეციალური სამსახურები წყალს ტუმბავენ და სადრენაჟო არხებს წმენდენ.

სოციალურ ქსელებში გზაში დარჩენილი მომხმარებლები სურათებს აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0