საქართველოს მთებში მდინარე ადიდდა - წყალდიდობის შედეგების კადრები

307
საქართველოს ოთხი მაღალმთიანი სოფელი გარესამყაროს მოწყდა. იხილეთ სვანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ვიდეო კადრები

ძლიერმა წვიმებმა ლენტეხის მუნიციპალინეტეტის სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშრას ადიდება გამოიწვია, რამაც გზები დააზიანა.

გამუდმებული ნალექის გამო 21 აგვისტოს წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა მდინარეებში ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა. ძლიერმა დინებამ დააზიანა საავტომობილო და საფეხმავლო გზები, ასევე სამი ხიდი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.
გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებისკენ მიმავალი გზების აღდგენა დღეს დილით დაიწყო.

307

მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

83
ძლიერმა წვიმამ მაღალმთიან აჭარაში, ქედის რაიონის რამდენიმე სოფელში, მეწყერები და ღვარცოფები გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაზარალდა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ძლიერმა მეწყერმა ჩაკეტა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთი.

სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად შექმინია სპეციალური შტაბი. ზოგ ადგილზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობა ბათუმი–ახალციხის გზაზე ცალმხრივადაა აღდგენილი.

83

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

59
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

59
მიკროფონი

ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ

0
(განახლებულია 17:43 21.09.2020)
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე საუბრობს აჭარის რეგიონში მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ტესტის პასუხებამდე მოქალაქეები ვალდებული არიან, იზოლაციის წესები დაიცვან.

0