კორონავირუსი სვანეთში: ტურისტები კარანტინში გადაყავთ

211
სვანეთში დასასვენებლად წასული რამდენიმე ასეული ქართველი ტურისტის შვებულება მკაცრი კარანტინით დასრულდა. იხილეთ Sputnik−საქართველოს ვიდეოში, თუ რა ვითარებაა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო

მესტიის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა მას შემდეგ, რაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 25-მდე გაიზარდა.

ყველა, ვინც დასასვენებლად მესტიაში იმყოფებოდა, ვალდებულია გაიაროს კარანტინი. 500-ზე მეტი ტურისტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონებში, მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროებში გადაანაწილეს, 171 კი აჭარის საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

რეგიონში მასშტაბური ტესტირებები მიმდინარეობს, ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბიც, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდება სიტუაციას.

211

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ წინააღმდეგ კოალიციას შექმნის: შეჩერდება თუ არა მშენებლობა?

18
აშშ-ში მოიფიქრეს ახალი მეთოდი, როგორ შეაჩერონ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ მშენებლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკელები კოალიციის შექმნას აპირებენ

რუსეთსი ამ იდეაში კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციის ჩატარების მცდელობა დაინახეს. იქ, სადაც აშშ-სთან კოალიციაა, ყოველთვის ომია, აღნიშნა ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა. რატომ გააკეთა მან ასეთი დასკვნები და შეძლებს თუ არა აშშ ევროპისათვის რუსული საწვავის მაგივრად საკუთარი გაზის მიწოდებას - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

18

„ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა. რას აკეთებდნენ ნატოელი სამხედროები საქართველოში?

35
(განახლებულია 16:44 22.09.2020)
საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. მანევრებში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 3 ათასი სამხედრო შეიკრიბა აშშ-დან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს სურთ გააუმჯობესონ ბრძოლისუნარიანობა საერთო ძალებით და უზრუნველყონ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში.

რატომ აირჩიეს ნატოელმა სამხედროებმა მანევრებისთვის საქართველო და რას ფიქრობენ სწავლებების შესახებ რუსეთში?

35
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

რევოლუციური გარღვევა: აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიბიოტიკი

0
(განახლებულია 14:38 23.09.2020)
ახლად აღმოჩენილი ანტიბიოტიკი პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და ასევე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამლის მიმართ პათოგენების რეზისტენტობას (გამძლეობას) ძლევს. კვლევის ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალ Applied Biochemistry and Microbiology-ში.

ავტორები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ნივთიერება ემერიცილიფსინ  A ხელს შეუწყობს  ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებათა უმრავლესობასთან ეფექტურ ბრძოლას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

როგორც ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, შესწავლილი ნივთიერების მთავარი თერაპიული მახასიათებელია ზემოქმედების უნივერსალობა. ემერიცილიფსინ  A-სგან დაუცველია ბაქტერიების არა მხოლოდ MDR და XDR ფორმები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური ეუკარიოტი, მაგალითად, მიცელარული სოკოები და საფუარი.

მეცნიერების თქმით, პათოლოგიებს შორის, რომლებიც ემერიცილიფსინ A- ს ბრძოლის საშუალებას მისცემს, არის სიმსივნეები, ასევე ყველა სახის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

ემერიცილიფსინი A, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ისე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი. თერაპია შეიძლება ჩატარდეს ან ინექციების საშუალებით, ან ადგილობრივად — დაზიანებული ქსოვილის პირდაპირი დამუშავების გზით.

მომავალში, მეცნიერთა გუნდი უჯრედულ მოდელებთან მუშაობიდან პრეპარატის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გადასვლას აპირებს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება