ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

434
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

434

მთიანი ყარაბაღი: როგორ რეაგირებს სამყარო კონფლიქტის გამწვავებაზე და ვინ აღვივებს მას?

35
(განახლებულია 16:46 30.09.2020)
სანამ მსოფლიო საზოგადოება აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მთიან ყარაბაღში სროლები გრძელდება.

არაღიარებულ რესპუბლიკაში სიტუაციის გამწვავებას აკვირდებიან გაერო, ევროკავშირი, თურქეთი, რუსეთი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიმდინარე მოვლენებს აფასებს „შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით“. ამავდროულად თურქეთი ღიად უცხადებს აზერბაიჯანს მხარდაჭერას, რაც, დმიტრი პესკოვის აზრით, მხოლოდ „ცეცხლზე ნავთის დამატებაა“. იხილეთ ვიდეოში საერთაშორისო რეაქცია სადავო ტერიტორიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

35

შეძლებენ თუ არა აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას?

54
(განახლებულია 17:00 29.09.2020)
მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ გამწვავდა. 27 სექტემბერს არაღიარებულ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. მოწინააღმდეგე მხარეები – აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებში.

ორივე ქვეყანა მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებს თავდასხმაში და იძულებით კონტროპერაციაზე საუბრობს. შეტაკებებს უკვე შეეწირა მრავალი სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე. ასეთი დაძაბულობა ყარაბაღში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ღია შეტაკებები ჩაწყნარდა, თუმცა კონფრონტაცია გაგრძელდა. იურიდიულად მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა 1991 წელს რეფერენდუმის საფუძველზე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მსოფლიოში ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. სადავო ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავების შესახებ – იხილეთ ვიდეო.

54
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0