კამჩატკიდან ბალტიის ზღვამდე: რუსეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღნიშნეს – ვიდეო

გამოწერა
რუსეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღნიშნეს. საზეიმო აღლუმები 26 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა — კამჩატკიდან ბალტიის ზღვამდე.

დღესასწაული თავდაპირველად ტრადიციულად პეტროპავლოვსკ–კამჩატსკსა და ვლადივოსტოკში აღინიშნა, სადაც აღლუმში წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდები და სამხედროები მონაწილეობდნენ. მთავარი საზღვაო აღლუმი კი სანქტ–პეტერბურგში გაიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტყვა წარმოთქვა.

ფინეთის ყურეში ორმოცზე მეტმა გემმა გაიარა, მათ შორის, რეკონსტრუირებულმა ლინკორმა „პოლტავამ“, შემდეგ კი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაიმართა. ქალაქის თავზე ორმოცზე მეტმა ავიატექნიკამ გადაიფრინა, ხოლო Су-25-ებმა ცაზე რუსეთის დროშის ფერები გამოსახეს.

საზღვაო აღლუმები ჩატარდა სევასტოპოლში, ბალტიისკში, სევერომორსკში და ასევე პირველად — დაღესტნის ქალაქ კასპიისკში, სადაც კასპიის ფლოტილიაა ბაზირებული. პროფესიული დღე აღნიშნეს სირიაში მყოფმა რუსმა სამხედროებმაც — აღლუმი ტარტუსის პორტში მოეწყო. იხილეთ დღესასწაულის ამსახველი ვიდეო.

 

ყველა ახალი ამბავი
0