COVID-19-ის ახალი აფეთქება: რა ხდება გარდაბნის საკარანტინო ზონაში

გამოწერა
საქართველომ ისევ დააწესა კარანტინი კორონავირუსის საფრთხის გამო გარდაბანში. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, რა საშიშროება ახლავს ვირუსის ახალ აფეთქებას

კორონავირუსის ახალი აფეთქება საქართველოში ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო, სულ უფრო მეტი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო და მოსახლეობას COVID-19-ის შიში გაუქრა.

მიმდინარე კვირაში გარდაბნის სოფლებში COVID-19-ის ერთბაშდ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ჯაჭვის კვალი მალე ლილოს ბაზრობამდე მივიდა, სადაც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს.

პარასკევს გარდაბნის ერთ-ერთი სოფელი კარანტინზე დაიკეტა, ხოლო ლილოს ბაზრობაზე თერმოსკრინინგი და მოვაჭრეების კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო. პირველი 30 ტესტიდან დადებითი აღმოჩნდა რვა.

ყველა ახალი ამბავი
0