მოხალისეებს ბურდენკოს სახელობის ჰოსპიტალში, სადაც მათ რამდენიმე კვირა გაატარეს, კიდევ ერთხელ მიიწვევენ დასკვნით კვლევაზე. შემდეგ ანალიზების შედეგებს გამალეის კვლევით ცენტრში გადაგზავნიან, სადაც შეიქმნა კიდეც პრეპარატი. და მხოლოდ ამის შემდეგღა დაამტკიცებს, ან არ დაამტკიცებს ვაქცინას ჯანდაცვის სამინისტრო. როდის და სად დამზადდება მასობრივად პრეპარატი, იხილეთ ვიდეოში.
მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. ლიპყინული და თოვლი გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი საშიშია, საქართველოში კი ზამთრის საბურავებს დიდი ნაწილი არ იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება.
ამიტომ ოთხშაბათს საღამოს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში უამრავი ავარია მოხდა. ღამით თბილისში -6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 0 - +1, მოსალოდნელია თოვაც. კვირის ბოლოს კი კარგი ამინდია მოსალოდნელი.
ავტომსვლელობის მონაწილეები თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ და რუსთავისკენ გაემართნენ. სწორედ რუსთავის ციხეში იმყოფება ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ოპოზიციის მხარდამჭერები მელიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის არეულობების ორგანიზება ედება ბრალად. მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მისი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლირება სურს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ბოლო დღეების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერი პარტიის ოფისში იმყოფებოდა თანამოაზრეებთან ერთად. ის 23 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომლის ჩატარების განკარგულებაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდა.
ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს დღეს დილით წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ დგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.