გერმანია აშშ-ს სანქციებით ემუქრება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერების მცდელობისთვის

966
(განახლებულია 15:50 03.07.2020)
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ არ შეესაბამება ბერლინის იურიდიულ წარმოდგენებს.

მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ პროექტის სრულ რეალიზაციას მიღწევს. გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ამერიკული სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ევროპულ ინვესტიციებს 12 მლრდ ევროს ოდენობით, ასევე ევროპის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, სანქციებს შეუძლია წაართვას მომხმარებლებს წელიწადში 4 მლრდ-მდე ევროს დაზოგვის შესაძლებლობა.

ბუნდესტაგში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მცდელობა, აიძულოს გერმანია და მისი პარტნიორები უარი თქვან პროექტზე — ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა და პირობას დებენ, რომ აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო მკაცრ სანქციებს დააწესებენ იმ შემთხვევაში, თუ ის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ზეწოლას განაგრძობს.

966

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

104
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

104

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს ვიდეო

281
(განახლებულია 14:46 05.08.2020)
ლიბანის დედაქალაქსა და ყველაზე დიდი ქალაქში – ბეირუთში დიდი აფეთქება მოხდა. იხილეთ შემაძრწუნებელი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის პორტში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა. განიხილება სხვა ვერსიებიც. აფეთქების ტალღამ ლიბანის დედაქალაქის ყველა უბანს გადაუარა. აფეთქებამ გამოიწვია ნგრევა, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში კი სახლებს მინები ჩაუმსხვრია. ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ კიდევ დგინდება.

281
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის

0
(განახლებულია 18:12 07.08.2020)
სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოტურები უკვე გაიმართა აჭარაში,  ხევსურეთსა და სამეგრელოში, სადაც  გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურებში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდები და სატრანპორტო კომპანიები.

„ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას". - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც.

  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
1 / 4
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა გიორგი შერმაზანაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანი COVID-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში