ხმის მიცემა რუსეთის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე: როგორ ჩატარდა ის მეზობელ ქვეყნებში

50
(განახლებულია 17:31 02.07.2020)
რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ხმის მიცემა 1 ივლისს დასრულდა. პირველად ისტორიაში ის მიმდინარეობდა მთელი კვირის განმავლობაში – 25 ივნისიდან.

საარჩევნო უბნები გაიხსნა მთელ ქვეყანაში, მაგრამ ხმის მიცემის შესაძლებლობა ასევე ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მათ შორის ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებშიც. კორონავირუსის პანდემიის გამო ყველგან დამატებითი სანიტარული კონტროლი იყო დაწესებული. ნიღბები და ხელთათმანები სავალდებულო იყო ყველასთვის, ისევე, როგორც სოციალური დისტანციის დაცვა. როგორ ჩატარდა ხმის მიცემა მეზობელ ქვეყნებში – იხილეთ ვიდეოში.

50

"ჩრდილოეთის ნაკადი 2": ევროკავშირი აშშ-ის სანქციებით უკმაყოფილოა

18
ევროკავშირმა აშშ-ს დემარში გამოუცხადა ახალი სანქციების გამო, რომლების დაწესებასაც ისინი „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მიმართ აპირებენ

უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის მონაწილე 27 ქვეყნიდან 24-მა, იუწყება გერმანული გამოცემა Welt. ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ ის სახელმწიფოებიც, რომლებიც აქამდე მსგავს ნაბიჯებს თავს არიდებდნენ. რუსმა პოლიტოლოგებმა ამ ყველაფერში ვაშინგტონისათვის მიცემული მინიშნება დაინახეს, რა სურთ ევროპელებს და განხორციელდება თუ არა პროექტი - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

18

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს „თალიბებთან კავშირის“ გამო დაემუქრა ვიდეო

21
(განახლებულია 19:48 14.08.2020)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება, თუ დადასტურდება სავარაუდო კავშირები თალიბებთან.

ეს ამბავი ივნისში დაიწყო „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიით. ამერიკული გაზეთის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, ფულს უხდიდა ავღანეთში ტერორისტებს ამერიკელი სამხედროების მოსაკლავად.

მართალია, სტატიაში არ იყო კონკრეტული ფაქტები, მხოლოდ უსაფუძვლო განცხადებები. ისინი ემყარება სპეციალური სამსახურების დაუსახელებელი წყაროების ინფორმაციას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტატიას ყალბი უწოდა და მოითხოვა მტკიცებულება შეერთებული შტატების მხრიდან.

რის დამალვას ცდილობენ ამერიკელები ხმამაღალი განცხადებების უკან და რამდენად წაადგება დონალდ ტრამპს რუსეთის ბრალდება ტერორისტებთან კავშირში – იხილეთ ვიდეოში.

21
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0