აშშ-ის სენატში თურქეთისგან С-400-ების გამოსყიდვას მოითხოვენ – ვიდეო

გამოწერა
აშშ-ის სენატში თურქეთისგან ახალი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ების გამოსყიდვას მოითხოვენ.

2021 წელს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის საბიუჯეტო ასიგნებების შესახებ კანონპროექტის შესაბამისი ცვლილების შეთავაზება რესპუბლიკელ სენატორს ჯონ ტუნის ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკელები რუსულ კომპლექსებს პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯზე შეიძენენ.

თურქეთის მიერ C-400-ის შეძენამ აშშ-სა და თურქეთს შორის კონფლიქტი გამოიწვია. ვაშინგტონმა მოითხოვა, რომ ანკარას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და სანაცვლოდ ამერიკული სისტემა Patriot-ები ეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელები იმუქრებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ანკარისთვის F-35 გამანადგურებლების მიყიდვის გადადებით ან სულაც გაუქმებით.

თურქეთის მთავრობა დათმობაზე არ წავიდა. რამდენად რეალურია სენატორი ტუნის წინადადება – იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0