გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვში - ვიდეო

139
მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. წელს ღონისძიება 24 ივნისს ჩატარდა - დღეს, როდესაც პირველი აღლუმი გაიმართა ზუსტად 75 წლის წინ

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 15 ათასმა სამხედრო პირმა, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრციდან, გამოიყენებოდა 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა. საპატიო სტუმრები იყვნენ ლიდერები ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

ბოლოს, ტრადიციულად, გაიმართა აღლუმის საჰაერო ნაწილი. რუსულმა ავიაციამ წითელ მოედანს გადაუფრინა. ღონისძიების დროს გამოიყენებოდა Су-24, Ту-95МС, МиГ-31К, Ил-78 და Ту-160, ასევე საპილოტაჟე ჯგუფები "Русские витязи" Су-30СМ-ებეით და "Стрижи" МиГ-29-ებით. საჰაერო ნაწილი დაასრულეს მოიერიშე Су-25-ებმა. მათ ცაში რუსეთის დროშა გამოსახეს.

139

Rail Baltica: როგორ კვდება ნატოს და ევროკავშირის საყვარელი პროექტი

97
(განახლებულია 13:56 09.07.2020)
Rail Baltica – ევროპაში ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ახალი პროექტია. რკინიგზა მოეწყობა ბერლინიდან ვარშავის, კაუნასის, ვილნიუსისა და რიგის გავლით ტალინამდე და გერმანიასა და პოლონეთს ბალტიის ქვეყნებს დაუკავშირებს.

თავდაპირველად ახალი მიმართულების ამოქმედება 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ვადებმა ერთი წლით გადაიწია. ახლა არსებობს რისკი, რომ მრავალმილიარდიანი პროექტი შესაძლოა არ დასრულდეს. ნატოს და ევროპის კავშირის საყვარელი პროექტის სიკვდილის მიზეზების შესახებ ვიდეოში გიამბობთ.

97

როდესაც ჯარიმები უძლურია: უშიშარი ქვეითები თბილისში წესების დარღვევას განაგრძობენ ვიდეო

331
(განახლებულია 22:00 08.07.2020)
საქართველოში ავტოავარიების არცთუ მცირე ნაწილი უყურადღებო ქვეითების გამო ხდება, რომლებიც გზას შეუსაბამო ადგილზე კვეთენ.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რატომ უწოდებენ ჩვენთან გზებზე მოძრაობას გიჟურს და რას ფიქრობენ ამის შესახებ ავტომობილისტები.

სიჩქარე, უყურადღებობა და სიზარმაცე ის სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ქვეითების მიერ ხშირად ხდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რაც ხშირად საავარიო სიტუაციებს იწვევს. ასეთი ქცევა აღიზიანებთ ავტომობილისტებს, რომლებიც ჯარიმების გაზრდას მოითხოვენ.

დღეისათვის ასეთ უშიშარ ქვეითებს მხოლოდ 20 ლარით აჯარიმებენ, ეს მაშინ, როდესაც ავტომობილისტებს იგივე საავარიო სიტუაციის შექმნისას ათჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 100-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა, ხოლო დაშავდა - 1700.

331
კანიე უესტი

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 09:50 10.07.2020)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებშო მონაწილეობის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უსეტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.

​„მე მინდა ყველას განახოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ–ში პიროვენბის სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.

უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.

კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისისი თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.

მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს