(85:35 / 1419.73Mb / просмотров видео: 1592)

პირდაპირი ეთერი გამარჯვების აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე

68
(განახლებულია 15:26 24.06.2020)
იხილეთ პირდაპირ ეთერში გამარჯვების აღლუმი წითელ მოედანზე მოსკოვში. სტუმრების წინაშე, რომლებისთვისაც სპეციალური ტრიბუნები დამონტაჟდა, ჩაივლიან სხვადასხვა სამხედრო ნაწილები, საბრძოლო ტექნიკა, ქალაქის ცენტრის თავზე გადაიფრენენ თვითმფრინავები.

გამარჯვების აღლუმი წითელ მოედანზე 2020 წლის მაისში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გადაიტანეს. დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი 24 ივნისს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ფოიერვერკებით, რაც 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

68

უბედური შემთხვევა სვანეთში: მაშველები მდინარეში მანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ

51
მესტიის მუნიცპალიტეტის სოფელ მულახში ადგილობრივ მოსახლეს ეძებენ, რომელის ავტომობილით გადავარდა მდინარე მულხურაში. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც დაკარგული მამაკაცის მოძებნასა და ავტომობილის მდინარიდან ამოღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Mitsubishi Delica–ს მძღოლი 45 წლის მამაკაცი იყო. მისი პოვნა ჯერჯერობით არ ხერხდება.

51
თეგი:
საქართველო
(146:32 / 2353.98Mb / просмотров видео: 804)

პირდაპირი ტრანსლაცია აია-სოფიას ტაძარი სტამბულში

112
(განახლებულია 20:54 10.07.2020)
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას. ნახეთ პიდაპირი ტრანსლაცია სტამბულიდან.

ახლა აია-სოფიას ტაძარი შეიძლება მეჩეთად გამოიყენონ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამის მიხედვით იმოქმედებს.

112
ბავშვები შადრევანში

როგორ  დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

0
(განახლებულია 16:03 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატაბა 32 გრადუსს საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები, ასე ვთქვათ უნდა იყოს მიღებული  ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი, ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ყოფნა, ღია სივრცეში არ არის მისაღები.

რაც შეეხება, თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეაძლოა დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ იმისთვის, რომ წესები იყოს დაცული. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ კი 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსი, ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისაგან, როდესაც პირიქით ჯობია დავხურთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ კი რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მითუმეტეს საქართველოში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და  სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინარული წყლები გაახლავთ საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ სითხე იყოს შენარჩუნებული ორგანიზმში და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ. ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის გახლავთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე