„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: გერმანიაში აშშ-ის სანქციებს სუვერენიტეტზე პირდაპირი შეტევა უწოდეს

244
(განახლებულია 21:26 18.06.2020)
გერმანელმა პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა გააკრიტიკეს აშშ-ის შესაძლო სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ.

უკვე არსებული შეზღუდვების გაფართოება მანამდე ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა მოითხოვა. მათ შორის რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა. ისინი მოითხოვენ, რომ სანქციები ასევე შეეხოს იმ ხომალდების დამზღვევ და გადამზღვევ კომპანიებსაც, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ, და ასევე მთელ რიგ სხვა ფირმებსაც.

ბერლინში ამ წინადადებებს ნეგატიურად შეხვდნენ. ბუნდესტაგის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელისა და პარტია Die Linke-ს დეპუტატ კლაუს ერნსტის თქმით, ახალი სანქციები − ეს აშშ-ის არალეგალური ჩარევაა ევროპის სამართლებრივ სისტემაში და გერმანიისა და ევროპის სუვერენიტეტებზე პირდაპირი შეტევა.

ექსპერტების შეფასებით, შეზღუდვებისგან დაზარალდება არა მხოლოდ გერმანული ეკონომიკა, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკებიც. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის რუსეთი-ევროპის ახალი გაზსადენის ერთობლივი პროექტი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. რატომ არის აშშ წინააღმდეგი − იხილეთ ვიდეოში.

244

უბედური შემთხვევა სვანეთში: მაშველები მდინარეში მანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ

69
(განახლებულია 19:02 13.07.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში ადგილობრივ მოსახლეს ეძებენ, რომელიც ავტომობილით გადავარდა მდინარე მულხურაში. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც დაკარგული მამაკაცის მოძებნასა და ავტომობილის მდინარიდან ამოღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Mitsubishi Delica-ს მძღოლი 45 წლის მამაკაცი იყო. მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

69
თეგი:
საქართველო
(146:32 / 2353.98Mb / просмотров видео: 818)

პირდაპირი ტრანსლაცია აია-სოფიას ტაძარი სტამბულში

113
(განახლებულია 20:54 10.07.2020)
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას. ნახეთ პიდაპირი ტრანსლაცია სტამბულიდან.

ახლა აია-სოფიას ტაძარი შეიძლება მეჩეთად გამოიყენონ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამის მიხედვით იმოქმედებს.

113
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

0
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში