Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენი В-52H-ები ბალტიის თავზე ჩაიჭირა

61
Су-27-ის ეკიპაჟებმა ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში ამერიკული ბომბდამშენი В-52H-ები და ნატოს ქვეყნების სადაზვერვო ავიაციის თვითმფრინავები ჩაიჭირეს

რუსული გამანადგურებლები ჰაერში მას შემდეგ აფრინდნენ, რაც უცხოური ავიაცია დასავლეთ სამხედრო ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა შენიშნეს და განახორციელეს თვითმფრინავების გაცილება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვარი არ დარღვეულა. უწყებაში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ Су-27-ის ფრენები ხორციელდებოდა საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ საერთაშორისო წესების დაცვით. ჩაჭერის კადრები იხილეთ ვიდეოში.

61
(146:32 / 2353.98Mb / просмотров видео: 722)

პირდაპირი ტრანსლაცია აია-სოფიას ტაძარი სტამბულში

103
(განახლებულია 20:54 10.07.2020)
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას. ნახეთ პიდაპირი ტრანსლაცია სტამბულიდან.

ახლა აია-სოფიას ტაძარი შეიძლება მეჩეთად გამოიყენონ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამის მიხედვით იმოქმედებს.

103

აშშ-ს რუსეთისა და ჩინეთის დასჯა სურს სირიელების „შიმშლით გაწყვეტის“ მცდელობის გამო

147
(განახლებულია 16:54 10.07.2020)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ რუსეთი და ჩინეთი უნდა დაისაჯონ იმის გამო, რომ ისინი ბოროტად იყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას.

გუშინ ამ ქვეყნებმა დაბლოკეს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ რეზოლუცია. გერმანია და ბელგია აყენებდნენ წინადადებას, დაეტოვებინათ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი თურქეთისა და სირიის საზღვარზე, მაგრამ მოსკოვი და პეკინი შეთავაზებას არ დაეთანხმნენ. რუსეთს რეზოლუციის საკუთარი პროექტი აქვს. რაში მდგომარეობს აშშ-ის უკმაყოფილების ფარული მიზეზები — იხილეთ ვიდეოში.

147
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში