ოქროს კუბო და ცხენშებმული კატაფალკი: ტეხასში ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს – ვიდეო

გამოწერა
ჯორჯ ფლოიდთან გამომშვიდობების ცერემონია, რომელიც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართა. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.

ჯორჯ ფლოიდი ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ასობით ადამიანმა გააცილა, რომლებიც სკანდირებდნენ: „ვერ ვსუნთქავ“, „ჯორჯ ფლოიდი“.

46 წლის აფროამერიკელი მინეაპოლისში დაკავებისას პოლიციის დაუდევრობას შეეწირა. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ში და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში საპროტესტო ტალღამ იფეთქა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ. დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი – „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ – საერთაშორისოდ იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0