საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

229
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

229

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს ვიდეო

217
(განახლებულია 14:46 05.08.2020)
ლიბანის დედაქალაქსა და ყველაზე დიდი ქალაქში – ბეირუთში დიდი აფეთქება მოხდა. იხილეთ შემაძრწუნებელი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის პორტში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა. განიხილება სხვა ვერსიებიც. აფეთქების ტალღამ ლიბანის დედაქალაქის ყველა უბანს გადაუარა. აფეთქებამ გამოიწვია ნგრევა, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში კი სახლებს მინები ჩაუმსხვრია. ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ კიდევ დგინდება.

217

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ ვიდეო

123
(განახლებულია 20:02 03.08.2020)
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

რაჭაში ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარე სამყაროს მოსწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 150 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

123
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრია

0
(განახლებულია 12:06 06.08.2020)
ახვლედიანმა ახალ პოსტზე ქეთვან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ.

ახვლედიანმა ახალ პოსტზე ქეთვან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში. 

 „მინდა, პირველ რიგში მას მივულოცო ეს დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან... მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში როგორც ევროპის, ისე კონფლიქტების მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე  2016 წლის ივლისში დაინიშნა.  მთელი ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებული სერვისებისა და დახმარებების წვდომის, ასევე საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით.

ახლა აღნიშნული საკითხებით თეა ახვლედიანი დაკავდება.



0
თემები:
საქართველოს მთავრობა