რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩეხ კოლეგას მონუმენტის დაბრუნების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პრაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ აპრილში მისი დემონტაჟი მოახდინა. თუმცა, როგორც ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა განაცხადა, ეს საკითხი მისი უწყების კომპეტენცია არ არის.
ორბელიანის სასახლე, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, XIX საუკუნეში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო. იქ ასევე იკრიბებოდნენ კულტურის სფეროს მოღვაწეები, იმართებოდა კონცერტები და შეხვედრები.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონცერტი ახალგაზრდა მუსიკოსების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. შესაძლოა, მსგავსი ღონისძიებები აქ ტრადიციადაც იქცეს.
ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო 24 საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილზე 70 სანტიმეტრს აღწევს.
უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა რუსთავში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა საკუთარი ბინის აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გადმოვარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.