ოჯახის სიწმინდის დღეს სასულიერო პირებმა თბილისს მანქანებით შემოუარეს - ვიდეო

243
სასულიერო პირებმა საქართველოს დედაქალაქში ნაკურთხი წყლითა და ხატებით ავტომსვლელობა გამართეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღეს

სამების საკათედრო ტაძარში კვირის ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორის კურთხევით სასულიერო პირებმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩები ხატებისა და ნაკურთხი წყლის თანხლებით შემოიარეს.

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა, რაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო  აქცია დაშალეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 30 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის თანხლებით იმართებოდა, ხოლო ოჯახის სიწმინდის დღე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან დღესასწაულად იქცა.

243

მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

85
ძლიერმა წვიმამ მაღალმთიან აჭარაში, ქედის რაიონის რამდენიმე სოფელში, მეწყერები და ღვარცოფები გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაზარალდა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ძლიერმა მეწყერმა ჩაკეტა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთი.

სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად შექმინია სპეციალური შტაბი. ზოგ ადგილზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობა ბათუმი–ახალციხის გზაზე ცალმხრივადაა აღდგენილი.

85

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

59
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

59
სოზარ სუბარის წინასაარჩევნო ბანერი

ერთი კითხვა და განსხვავებული პასუხები - წინასაარჩევნო გამოკითხვების პარადოქსი საქართველოში

0
(განახლებულია 19:55 21.09.2020)
ოპოზიციური ტელეარხის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დანარჩენი კვლევების მონაცემებისგან ძლიერ განსხვავდება

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ცნობილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია IPSOS-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა.

პარტიების რეიტინგში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხულთა 25%.

მეორე ადგილზე 15,5%-ით არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. მესამე ადგილზე კი საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველოა“. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა 1-3% უჭერს მხარს.

ეს სურათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების შედეგებისგან. GORBI-ს, Edison Research-ის, NDI-სა და IRI-ს გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტიის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ოპოზიციური ძალებისა კი - გაცილებით დაბალი.

რა არის განსხვავების მიზეზი?

„მთავარი არხი“ არის ოპოზიციური ტელეარხი, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და მეგობარია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვები საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად კი არა, მასზე ზეგავლენის მოსახდენად ტარდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცნობს მხოლოდ იმ გამოკითხვებს, რპროპაგანდაომლებსაც თავად ატარებს და რომლებშიც მას მეტ-ნაკლებად უკეთესი შედეგი აქვს. ამიტომ მიმდინარეობს ამ შედეგების , ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად. შესაბამისად, „მთავარი არხისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხვები აჩვენებენ ამგვარ შედეგებს, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მმართველ პარტიას 56% აქვს. ასე რომ, გამოკითხვები, სამწუხაროდ, პირადად ჩემთვის დიდ ნდობას არ იმსახურებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ამასთან, როგორც მან დასძინა, „გამომდინარე პოლიტიკური პროცესებიდან“, მმართველი პარტია, „რასაკვირველია, უსწრებს ნაცმოძრაობას და მთელ დანარჩენ ოპოზიციას“. მაგრამ რამდენით - ეს უკვე არ ვიცით.

კიდევ რა გაარკვია IPSOS-მა

IPSOS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობას (57%) ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გზით სურს. იმის, რომ ეს მოხდება, სჯერა გამოკითხულთა 41%-ს.

რესპონდენტებს ჰკითხეს ასევე, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში. სიაში მოხვდნენ:

პარტია    მხარდამჭერთა მაჩვენებელი
„ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" 28%
„ქართული ოცნება" 23,5%
„ევროპული საქართველო" 23%
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 17%
„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი" 15%
„პატრიოტთა ალიანსი" 15%
„ლელო საქართველოსთვის" 14,5%
„გირჩი" 7,5%
„თავისუფალი საქართველო" 7%
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" 6,5%
სხვა პარტიები 2%

გამოკითხულთა უმრავლესობა - 64% - მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას, მისი მუშაობით კმაყოფილია 42%, უკმაყოფილო - 58%.

გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს ასევე ბოლო ორი მთავრობის საქმიანობის შედარება. 2004-2012 წლებში ხელისუფლება უკეთესი იყო რესპონდენტების 37%-ის აზრით, 2012-2020 წლების ხელისუფლება კი უკეთესი იყო რესპონდენტების 17%-ის აზრით. მათ ერთნაირად აფასებს გამოკითხულთა 34%, არცერთი არ მოსწონს 7%-ს.

უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, კრიმინალი, კორუფცია - ასე გამოიყურება, გამოკითხულთა აზრით, საქართველოს ყველაზე საჭირბოროტო საკითხების ჩამონათვალი. ამასთან, გამოკითხვის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ პრობლემებს გაუმკლავდება „ქართული ოცნება“ (19%). რეიტინგში მას მოსდევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (18%).

კვლევა ჩატარდა 2020 წლის 10-18 სექტემბერს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით. გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 2,5%-ს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020