ვარდები ფულის სანაცვლოდ: ქართველი მებაღე პანდემიის დასრულების მოლოდინში - ვიდეო

693
შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესდა, ფერმერებზეც აისახა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში მებაღის ისტორია, რომლის საქმიანობასაც პანდემიამ ზიანი მიაყენა

ნაზიმ შამადოვი, მეტსახელად ვარდიკო გარდაბანში ცხოვრობს. წლების განმავლობაში ის ყოველ დღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიოდა თბილისში, რათა მეტროსთან ყვავილები გაეყიდა. ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ყვავილები არავის ჭირდება - არ იმართება ქორწილები, გაუქმდა ბოლო ზარი სკოლებში და სხვა უამრავი მასობრივი ღონისძიება. გარდა ამისა, დაკეტილი იყო ქალაქები და არ მუშაობს ტრანსპორტი.

ვარდიკო იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და მისი ყვავილების სურნელი კვლავ მოედება უამრავ სახლს.

693

მინეაპოლისში გუბერნატორის რეზიდენციასთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი - ვიდეო

34
მინესოტას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცის რეზიდენციასთან მინეაპოლისში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი მივიდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც კავშირში იყვნენ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან

დემონსტრანტები აქციაზე მივიდნენ პლაკატებით „არა უსამართლობას“ და “ვერ ვსუნთქავ“.

ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

დემონსტრაციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ზოგიერთ დიდ ქალაქში მომიტინგეებმა მაროდიორობა დაიწყეს.

სამართალდამცავების დასახმარებლად სახელმწიფომ ეროვნული გვარდიის ძალები გამოიყენა.

34

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ: ამერიკელმა პოლიციელმა მომიტინგეების წინაშე მუხლი მოიდრიკა

82
მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დაკავებისას პოლიციის თანამშრომლის ქმედებას ემსხვერპლა, აშშ-ის ბევრ ქალაქში საპროტესტო ტალღა აგორდა

კალიფორნიაში რამდენიმე პოლიციელი მომიტინგეებთან მივიდა და მათ მიმართა, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მუხლიც მოიდრიკა და ერთ-ერთ დემონსტრანტს გადაეხვია.

82
დაკავებული

„ლავასოღლის“ მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერეს

0
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვა მისი თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში პერმანენტულ აქციებს მართავს

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ოთხმა ნათესავმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერა და ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობა გამოაცხადა, იუწყება „რუსთავი 2“.

თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში „ლავასოღლის“ ექსტრადირების მოთხოვნით სახელმწიფო დაწესებულებების რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ ორმა ათეულმა ადამიანმა იუსტიციის სახლთან კარვები გაშალა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენა.

აქციის მონაწილეთა სიტყვებით, დღეს, 15:00 საათზე, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მაგრამ ოფიციალური პასუხი მოთხოვნებზე მათ არ მიუღიათ. მათ გადადეს სარფის საბაჟო პუნქტის დაგეგმილი პიკეტირება და განაცხადეს, რომ მთავრობას „ლავასოღლის“ ექსტრადიციისთვის კიდევ ერთ დღეს აძლევდნენ.

კრიმინალური ავტორიტეტის ნათესავების მეორე, 15-კაციანმა ჯგუფმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.

ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად  შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩიაკის“ შეგროვებაში.

შსს „კანონიერ ქურდზე“ ძებნას გამოაცხადებს >>

გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში