ავტობუსები გზის შუაგულში: თბილისის მერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა - ვიდეო

256
(განახლებულია 19:36 14.05.2020)
თბილისში უპრეცედენტო სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება — ჭავჭავაძის გამზირის რემონტის დროს ავტობუსის ზოლები გზის შუაგულში გადაიტანეს.

ახლა ილია ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები ფაქტობრივად ავტომობილების შემხვედრ ზოლზე იმოძრავებს, თუმცა კი მათთვის გამოყოფილ ზოლში.  

ექსპერიმენტის ინიციატორი ქალაქის მერი კახა კალაძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ავტობუსების მოძრაობას უფრო სწრაფს გახდის და დამატებით ე.წ. საცობებს არ შექმნის.

ბევრ თბილისელს არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გზის შუა ნაწილში მოძრაობით პრობლემები არ შექმნას, ან რამდენად მოსახერხებელი იქნება ქვეითებისთვის შუა გზაზე გაჩერებამდე მისვლა?

თუ რამდენად წარმატებული გამოდგება პროექტი, ეს მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

256

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

237
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

237

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

180
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

180
საკონსტიტუციო სასამართლო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

0
(განახლებულია 10:10 26.05.2020)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესწორებებთან დაკავირებით, რომლებიც პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეიტანა.

შესწორებები, რომლის მიხედვით მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება, დააწესოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პარლამენტმა 22 მაისს მიიღო. ნორმა 23 მაისს ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა>>

„კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მთავრობა იღებს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს ასევე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვითი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურად.

გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის>>

საია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის მინიჭებული უფლება, შეზღუდოს საკუთრების უფლება, ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც მთავრობას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ახალი წესების დადგენის უფლება აქვს. ამიტომ ახალგაზრდ იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვები, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს, მათი თქმით, არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია.

საკუთრების უფლებაზე სრული არძალვისთვის, როგორიცაა სასტუმროების ან ტანსაცმლის მაღაზიების დაკეტვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, საჭიროა ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი რადიკალური ზომების მიღების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ასოციაციის სარჩელს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუსასამართლოს კოლეგია მას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამოქმედებული შესწორებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ სპეციალური დადგენილებით შეზღუდვებისა და აკრძალვების ნაწილი შეინარჩუნა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია რესტორნები, ტანსაცმლისსა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა (გარდა ონლაინ მუშაობისა). საკარანტინე ზონებად რჩება თეთრიწყაროს რაიონი დაორი სოფელი ბოლნისის რაიონში.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი