გუდაური სტუმრების გარეშე: როგორ ართმევს თავს კრიზისს ქართული კურორტი

გამოწერა
საქართველოს ცნობილი კურორტი გუდაური პანდემიის გამო სოფელ-მოჩვენებას დაემსგავსა, სადაც ცარიელია კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები და ჰოსტელები. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, როგორ გამოიყურება ახლა ეს ადგილი.

კორონავირუსის პანდემია ნამდვილ გამოცდად იქცა როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო.

საკურორტო სეზონმა გუდაურში, რომელიც საქართველოში დასვენების პრემიუმ-კლასის ადგილად მიიჩნევა და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, წელს სრული ფიასკო განიცადა. წლის დასაწყისში აქ არ იყო თოვლი და წყალი. მარტში კი, როდესაც ნანატრი თოვლი მოვიდა, ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა, რომლის გამოც დაიკეტა საზღვრები როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ქალაქებს შორისაც.

ყველა ახალი ამბავი
0