ძლიერი წვიმა და წყალდიდობა: კახეთში ოცამდე სოფელი დაიტბორა ვიდეო

173
(განახლებულია 19:23 11.05.2020)
სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმებმა კახეთს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სოფლის შიდა გზები.

გადაუღებელმა წვიმებმა განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.

სეტყვამ გაანადგურა 150 ჰექტარზე გაშენებული ერთწლიანი კულტურები, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა ათობით სახლი დატბორა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

173

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

237
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

237

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

183
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

183
კორონავირუსული პანდემია

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

0
(განახლებულია 10:59 26.05.2020)
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუს SARS-CoV-2–ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის კვლავაც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს