საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში

67
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკუთარი ერის სიმამაცეს არ ივიწყებენ. წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს აღნიშვნაში ცვლილებები შეიტანა კორონავირუსის პანდემიამ

დიდი საზეიმო ღონისძიებები უნდა გამართულიყო მოსკოვში, მაგრამ მათი გამართვის თარიღები გადაიტანეს. რუსეთის დედაქალაქში გაიმართა აღლუმის საჰაერო ნაწილი და ოფიციალური პირების მიერ ომში დაღუპულთა პატივის მიგების ცერემონია. სადღესასწაულო გარემო იყო მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა სახლში დარჩა. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

67

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

238
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

238

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

184
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

184
ახალშობილისა და ექიმის ხელები

მშობლებმა ბავშვი შეცდომით ცოცხლად დამარხეს - საზარელი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:18 26.05.2020)
ექიმებმა ნაპოვნი პატარა იცნეს, გაირკვა, რომ წინა დღით სწორედ მათ ამშობიარეს ორსული, რომელმაც ბავშვი ვადაზე 24 კვირით, ანუ ორთვენახევრით ადრე გააჩინა

თბილისი, 26 — Sptnik. მშობლებმა შეცდომით ცოცხლად დამარხეს ახალშობილი გოგონა, რომელიც ვადაზე ადრე დაიბადა, იუწყება გამოცემა The Indian Express–ი.

შემთხვევა ინდოეთის გუჯარათის შტატში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მეორე დილით შემთხვევით აღმოაჩინა გამვლელმა, რომელმაც დასახმარებლად მეზობლებს უხმო. მათ ერთად ამოთხარეს ახალშობილი და, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები და პოლიცია გამოიძახებული ჰყავდათ, თავად გადაიყვანეს ბავშვი ადგილობრივ პოლიკლინიკაში.

ექიმებმა პატარა იცნეს. გაირკვა, რომ წინა დღით სწორედ მათ ამშობიარეს ორსული, რომელმაც ბავშვი ვადაზე 24 კვირით, ანუ ორთვენახევრით ადრე გააჩინა.

გამომდინარე იქიდან, რომ პოლიკლინიკაში რეანიმაციული განყოფილება არ იყო, მედიკოსებმა მშობლებს ახალშობილის კერძო კლინიკაში გადაყვანა ურჩიეს.

მაგრამ, მშობლების თქმით, გზაში ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა და ოჯახმა მისი დამარხვა გადაწყვიტა. 

გადარჩენილი გოგონა ამჯერად უკვე გადაიყვანეს რეანიმაციაში, მაგრამ 30 საათის შემდეგ ის მაინც გარდაიცვალა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს