კარანტინის შემსუბუქება: როგორ ხსნიან ქვეყნები შეზღუდვებს, რომლებიც პანდემიის გამო დაწესდა

295
პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას. ხელისუფლებები ეტაპობრივად ხსნიან შეზღუდვებს, რომლებიც მანამდე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა

გარკვეულწილად კარანტინი შემსუბუქდა საქართველოში, ლიეტუვაში, ლატვიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო.

295

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

237
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

237

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

180
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

180
პოლიცია აჯარიმებს დამრღვევს

თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან - ვის ეხება ცვლილება

0
(განახლებულია 01:11 26.05.2020)
ყველა საქმეზე მოხდება განხილვის შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამის კანონმდებლობაში განსახორციელებელი კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა.

საუბარია „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 1252 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულისხმობს.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით, ასეთი მიმდინარე საქმეები არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში.

შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში