(1:49 / 15.00Mb / просмотров видео: 290)

ქართული სააღდგომო სუფრის მშვენება - ჩაქაფულის ვიდეო-რეცეპტი

1012
(განახლებულია 12:12 13.04.2020)
"Sputnik-საქართველო" და ნათია მონტგომერი ქართული სამზარეულოს ტრადიციული საგაზაფხულო კერძის – ხბოს ჩაქაფულის რეცეპტს გიზიარებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ხბოს ხორცი 1 კგ, ტარხუნა 200 გ, ქინძი 150 გ, ოხრახუში 100 გ, ნიახური 50 გ, მწვანე ხახვი 150 გ, ნიორი 100 გ, ტყემალი ან ალუჩა 100-200 გ, წითელი წიწაკა დაღერღილი, შავი პილპილი, ზეთი 3 ს/კ, თეთრი ღვინო 1 ჭიქა, წყალი 2 ჭიქა, მარილი გემოვნებით.

მომზადება: დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად ხორცი, ჩაალაგეთ ნაწილი ქვაბში ერთ ფენად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველა ჩამოთვლილი მწვანილი, ტყემალი, ნიორი, წიწაკა და შავი პილპილი, შემდეგ კვლავ დააწყვეთ მეორე ფენად ხორცი და კვლავ იგივე თანამიმდევრობით მწვანილი და დანარჩენი ინგრედიენტები. დაამატეთ ზეთი, ღვინო და წყალი და ხარშეთ 2 საათის განმავლობაში.

როცა ხორცი ძალიან კარგად მოიხარშება, თქვენი კერძი მზადაა. შეაზავეთ მარილით და გემრიელად მიირთვით!

1012
თემები:
გემრიელი სამზარეულო (101)
თემაზე
„Expo ბათუმის“ მეათე საიუბილეო გამოფენაზე თავისი პროდუქცია ათობით კომპანიამ წარმოადგინა
მასტერკლასი ფლორისტ ქეთი ჯანხოთელისაგან: მცენარეების ტერარიუმი საკუთარი ხელით
„ცას და დედამიწას შორის": ირმა სოხაძის ახალი პერფორმანსი
მელაძემ ბათუმელებს იმის შესახებ უამბო, თუ როგორ იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

54
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

54

ბრაკონიერებისგან გადარჩენილი ლომისა და ზედამხედველის შეხვედრა ვიდეო ნამდვილ სიყვარულზე

51
(განახლებულია 19:29 14.04.2021)
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელსაც ისევე შეუძლია მთელი გულით ადამიანის შეყვარება, როგორც შინაურ ცხოველებს, ან თუნდაც თავად ადამიანს...

ვიდეო გამოქვეყნდა პორტალზე Reddit, სადაც პოსტის ავტორი წერდა, რომ პატარა ბოკვერი ბრაკონიერებისგან იხსნეს და ნაკრძალში გადაიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან საკუთარი ზედამხედველი, რომელიც მას უვლიდა და პატრონობდა. მას შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

51
ხადას ხეობა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აპრილი

0
(განახლებულია 09:04 14.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 აპრილია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრების, სეირნობის, უდარდელად დროის გატარებისთვის და არასახარბიელო – სერიოზული საქმეებისთვის, ამიტომ არ ღირს საპასუხისმგებლო საქმეების კეთება, არის საფრთხე სერიოზული შეცდომების დაშვების. ადამიანები განწყობილი არიან, რომ დაივიწყონ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედონ. მიეცით გასაქანი ფანტაზიებსა და ოცნებებს და ეს დაუვიწყარ შეგრძნებებს გაჩუქებთ სიყვარულსა და შემოქმედებაში.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“>>

ვერძი: ემოციებით დატვირთული დღე გაქვთ. ტირილი თუ სიცილი მოულოდნელად შეიძლება მოგინდეთ და თან სულ მცირე ინტერვალის დაშორებით. გარშემომყოფებს და ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ თქვენი მშფოთვარე განწყობის ატანა, მით უმეტეს, რომ შეიძლება მათზე გადმოანთხიოთ ეს ბობოქარი ემოციები და თან ყველაზე შეუფერებელ მომენტში. თუ თავს ხელში აიყვანთ, შეგიძლიათ ამ ძლიერი ემოციების იარაღად ქცევა დაბრკოლებების გადასალახავად და წარმატების მისაღწევად.

კურო: საქმეებში და განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეცდომების დაშვებაა შესაძლებელი. შესაძლოა, რაღაც საკითხის გადასაჭრელად არასაკმარისი ინფორმაცია გაგაჩნიათ. თქვენი რეპუტაცია და საფულე რომ არ დაზარალდეს, ხელი არ უნდა მოჰკიდოთ იმას, რაც თქვენი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება, თუნდაც ძალზე მარტივი საქმე იყოს. სჯობს, რჩევა პროფესიონალს ჰკითხოთ.

ტყუპი: არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. შესაძლებელია არასწორი მიმართულებით წახვიდეთ, სასურველი რეალობად მიიღოთ. თუნდაც რამე იდეა ბრწყინვალედ მოგეჩვენოთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, სჯობს, ერთი–ორი დღე მოიცადოთ და კარგად დაფიქრდეთ. დანარჩენში საკმაოდ კარგი დღეა, შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი: მოგიწევთ სიმტკიცის გამოჩენა, რომ გარშემომყოფებმა ზედმეტად არ დაგტვირთონ. შესაძლოა, ხელმძღვანელობას მოეჩევნოს, რომ საკმარისად დატვირთული არ ხართ და კიდევ ერთი ვალდებულების აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, ან კოლეგებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ თვითონ გადაწყვიტოთ საკუთარი თავის ექსპლუატაცია. ასეა თუ ისე, მოგიწევთ უარის თქმის სწავლა (თქვენი თავისთვისაც) და ამისთვის თავაზიანი სიტყვების მარაგის შევსება.

ლომი: დღეს, დიდი ალბათობით, რაღაც ცდუნების წინაშე დადგებით. არის ალბათობა იმისა, რომ მომხიბლავი წინადადება მიიღოთ, ან საწინააღმდეგო სქესის სიმპათიური წარმომადგენელი გაიცნოთ, ან სულაც, აკრძალულისთვის „გემოს გასინჯვის“ სურვილი გაგიჩნდეთ. ასე თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ რამეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, რადგან ამ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს დამოკიდებული მომავალში.

ქალწული: სიტუაციამ, შესაძლოა, თქვენი პროფესიული უნარების მთლიანად გამომჟღავნება მოითხოვოს. საუბარი შეიძლება იყოს თქვენ სამუშაოზე, დასაქმებაზე, სწავლაზე, გამოცდაზე და ა.შ. მთავარია, რომ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის ან საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ საჭირო ცოდნა და უნარები გაგაჩნიათ, შეგწევთ ძალა იმისთვის, რომ დასახული ამოცანა შეასრულოთ და პრობლემები მაღალ პროფესიულ დონეზე გადაჭრათ.

სასწორი: დღეს თქვენში ჰარმონია დაიბუდებს. ნებისმიერ საქმეს იოლად გაუმკლავდებით. არაჩვეულებრივი განწყობა ყველაფერზე აისახება, რასაც ხელს მოჰკიდებთ. არც ისაა გამორიცხული, რაღაც საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამძიმებდათ, მოულოდნელად თავისთავად გადაწყდეს. ასევე შესანიშნავი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად, რადგან ძალზე მომხიბლავი ხართ და ადვილად შეგიძლიათ სხვების გულის მოგება.

მორიელი: თქვენი წარმატების გარანტი დღეს სიფრთხილეა. სიტუაციაში სწრაფად და დამაჯერებლად ორიენტირებისთვის საჭირო მოქნილობა და რეაქციები დღეს არ გაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი გარემოცვიდან ისარგებლოს თქვენი არაინფორმირებულობით და ინიციატივა ჩამოგართვათ, მოგატყუოთ. ეს რომ არ მოხდეს, ყურადღება უნდა გააასმაგოთ, არ ჩაებათ საეჭვო სქემებში, რომლებში თქვენ ჩათრევასაც მოინდომებენ გარშემომყოფები.

მშვილდოსანი: ჰარმონიისა და სიყვარულის დღეა. ამას იგრძნობთ იმ შემთხვევაშიც, თუ სიხარულის კონკრეტული საბაბი არ გაგაჩნიათ. ნეტარების მეცხრე ცაზე შეიძლება აღმოჩნდეთ ვინმეს ღიმილის, მზერის, რაღაც მინიშნების გამოც კი. მარტოხელებს დიდი შანსი გაქვთ, რომ სასიამოვნო რომანტიკულ სიურპრიზს შეეჯახოთ, მრავლისმთქმელი ნაცნობობა გააბათ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, კარგი იქნება, თუ დღეს მასთან ერთად გაატარებთ.

თხის რქა: დღეს არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, დიდი შანსია, რომ ყველაფერი აირ–დაირიოს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დრო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ერთად გაატაროთ, არაფერი აკეთოთ, ან საკუთარ თავს ასიამოვნოთ. რაც შეეხება საქმეებს, დიდია ალბათობა, რომ არაფერი გამოგივათ, ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებთ. ასტროლოგების რჩევაა, უბრალოდ იცხოვრეთ, დატკბით მცირე სასიხარულო მოვლენებით და არაფერზე იდარდოთ.

მერწყული: შესანიშნავ ორატორულ უნარებს გამოავლენთ – თქვენთვის არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ გარშემომყოფები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ ან რამე ავანტიურული იდეით „დააავადოთ“. თქვენი ენთუზიაზმი „გადამდები“ იქნება, თუნდაც ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოთ, გააზვიადოთ ყველაფერი და სასურველი რეალობად აღიქვათ – სწორედ თქვენი ფანტასტიკით გაჟღენთილი აზრები მოხიბლავს დღეს ირგვლივ მყოფებს – ყველაფრის დაანგარიშება და აწონ–დაწონა კი სხვა, უფრო მოსაწყენ დღეს იქნება შესაძლებელი.

თევზები: დღეს ძალზე ღირებული იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი რეალიზება სხვა დროისთვის გადადოთ. თქვენი წარმოსახვა ფერადოვანი და კაშკაშა იქნება და პრაქტიკულობასთან ერთად ერთი შეხედვით საკმაოდ რეალურ სახესაც მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეების განხორციელების დაწყება დღეს არარეკომენდებულია, არც ამ იდეებისა და აქედან გამომდინარე გეგმების დავიწყება ივარგებს – დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მათ განხორციელებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ.

0