თბილისში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქუჩების მორეცხვა და დამუშავება დაიწყეს

გამოწერა
საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში გამოდის სპეცტექნიკა, რომლის საშუალებითაც გუჩების დეზინფექცია კეთდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო

ასობით ადამიანი სპეციალური ტანსაცმლით ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებს. საქალაქო სამსახურები იყენებენ სპეცტექნიკას, მათ შორის სახანძრო მანქანებს, რომლებიც სპეციალური სადეზინფექციო სითხითაა სავსე.

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კარანტინი დაწესდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 31 მარტიდან ამოქმედდა საკომენდანტო საათი საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე.

არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქების შესასვლელებსა და გასასვლელებში განთავსებულია ბლოკპოსტები მოქალაქეების გადაადგილების გასაკონტროლებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 აპრილს მილიონს მიაღწია, გარდაიცვალა 55 ათასზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0