მაკრონი კორონავირუსის გამო შენგენის ზონის შესაძლო დაშლაზე საუბრობს - ვიდეო

93
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელი კოლეგები კორონავირუსის გამო შენგენის ზონის დაშლის რისკზე გააფრთხილა

მან 26 მარტის სამიტზე ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ პანდემიამ შესაძლოა ევროკავშირის საფუძვლები გაანადგუროს, მათ შორის შენგენი და ღია საზღვრები, თუ მისი მონაწილე ქვეყნები ახალ კრიზისთან ბრძოლაში სოლიდარობას არ გამოიჩენენ.

93

მე ჯორჯ ფლოიდი ვარ ამერიკული პროტესტის ტალღა მთელ მსოფლიოს მოედო

47
(განახლებულია 15:47 04.06.2020)
მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამკლავებია კორონავირუსის პანდემიას, მაგრამ მას უკვე მოედო ახალი ― პროტესტის ეპიდემია. დემონსტრაციები რასიზმისა და პოლიციური თავნებობის წინააღმდეგ ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.

თავდაპირველად პროტესტი მინეაპოლისში დაიწყო, სადაც პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას. აქციები საკმაოდ სწრაფად გავრცელდა აშშ-ში, შემდეგ კი მის საზღვებსაც გასცდა.

ასობით ადამიანი პლაკატებით ხელში „ვერ ვსუნთქავ!“ და „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!“ გამოვიდნენ ნიდერლანდების, საფრანგეთის, ესპანეთის, არგენტინის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ქუჩებში.

საბერძნეთში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საკონსულოს წინ ამერიკული დროშა დაწვეს. 

არეულობით დასრულდა პროტესტები კანადასა და საფრანგეთში, სადაც პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა დემონსტრანტების დასაშლელად.

კადრები მოვლენების ადგილიდან იხილეთ ვიდეოში.

47

ამერიკელები იარაღით ხელში იცავენ საკუთარ ბიზნესს მაროდიორებისგან

58
(განახლებულია 13:57 04.06.2020)
ჩიკაგოში ღვინის საოჯახო მაღაზიის თანამშრომლები იძულებული გახდნენ, იარაღი აეღოთ ხელში და ისე დაეცვათ საკუთარი ბიზნესი მაროდიორებისგან.

შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მძვინვარებს მას შემდეგ, რაც მინეპოლისში პოლიციას 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას.

თავდაპირვველად მშვიდობიანი აქციები მალე არეულობაში გადაიზარდა, რასაც თან ახლავს მასობრივი ძარცვა და პოლიციასთან შეტაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბევრი შტატის გუბერნატორი და ქალაქების მერები იძულებული გახდნენ, კომენდანტის საათი შემოეღოთ და ეროვნული გვარდიაც ჩაერთოთ არეულობის აღსაკვეთად.

58
ვალუტის გაცვლის პუნქტი

დოლარი ვარდნას განაგრძობს თურნავა მიზეზებზე საუბრობს

0
(განახლებულია 16:41 04.06.2020)
მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7, 5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დაბალანსებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, მონეტარულმა და ფულადსაკრედიტო ბერკეტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება შეძლო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც დაერთო. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, ხოლო შემდეგ კი 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა. თუმცა  უკვე მაისის ბოლოსთვის ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა 4 ივნისისთვის  ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1.ნიშნულზე დაადგინა.

„ლარის გამყარება - ეს არის რამდენიმე ფაქტორის კომპლექსი. ეს  არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად  6%–ზე ზევით რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ  6,5% შეადგინა მაშინ, როცა  მიზნობრივი მაჩვენებლი 3 %-ია.  

აპრილში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8,5 % მდე დაწია. ეს არის გასული  წლის სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირება. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის და ინფლაციის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>

სავალუტო ბაზარი რომ  დაესტაბილურებინა, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში ხუთი აუქციონი გამართა, რომლებზეც 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, სავალუტო ინტერვენციების ჩათვლით.

0
თემები:
ლარის კურსი დღეს