„არავითარი პანიკა არ არის!“ ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია ვიდეო

105
(განახლებულია 20:01 25.03.2020)
საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსმა მოიცვა. თუმცა აქ ჯერ კიდევ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ვირუსი არც ისე საშიშია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ როგორ უყურებენ ქართული სოფლის მკვიდრები კაცობრიობის გლობალურ პრობლემას.

თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე სოფელი გომბორი თითქოს საერთოდ სხვა პლანეტაზეა. აქ არავის ეშინია კორონავირუსის და არავინ აპირებს ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლას.

ბებია სიმნაზი ისევ ისე ყიდის ბოსტნეულს, აჯიკას და ყველს. მყიდველები მასთან მეზობელი სოფლებიდანაც კი მოდიან. „ყველაფერი რიგზე გვაქვს, ვცხოვრობთ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე“, – ამბობს ის.

ნოდარ ჯგუთაშვილიც ჩვეულებისამებრ დახლთან ზის საკუთარი სახლის წინ და ახალ ამბებს განიხილავს. მას არ აშინებს ექიმების გაფრთხილებები – ნოდარს ფილტვის უკმარისობა აქვს, ის „რისკის ჯგუფს“ განეკუთვნება.

განსხვავებული სიტუაციაა თელავში. აქ შედარებით დაძაბული გარემოა, როგორც საქართველოს დანარჩენ დიდ ქალაქებში.

105

რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა

39
(განახლებულია 13:37 13.08.2020)
ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. პრეპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მას „სპუტნიკ V“ უწოდეს.

ვაქცინამ წარმატებით გაიარა ტესტირება მოხალისეებზე, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და გვერდითი ეფექტები არ შეუმჩნევიათ. მედიკოსების თქმით, ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, პრეპარატმა კი საკუთარი უსაფრთხოება დაადასტურა.

ახალი რუსული წამლით დაინტერესდნენ ბევრ ქვეყანაში, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებში პრეპარატების ტესტირებასთან და გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ცენტრის გარდა, ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა კიდევ ორი რუსული კომპანია − ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფედერალური სამსახური „ვექტორი“, რომელმაც დაიწყო ადამიანებზე სამი სხვადასხვა პრეპარატის ტესტირება, და ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანქტ-პეტერბურგიდან.

მოსალოდნელია, რომ პრეპარატების პირველი სამი პარტია რუსეთის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე აგვისტოს შუა პერიოდში გამოჩნდება.

39

პუტინმა COVID-19-ის პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაცია დააანონსა

63
(განახლებულია 16:15 12.08.2020)
ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

პრეპარატს „სპუტნიკ V“ უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ეფექტურია და იმუნიტეტს ამყარებს. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ექსპერიმენტში მონაწილეობდა: მან COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარა. როგორ გრძნობდა ის თავს ვაქცინაციის შემდეგ, ვის და რა პირობებში გაუკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს? – ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

63
საბავშვო ბაღი

ცნობილია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში

0
(განახლებულია 16:58 13.08.2020)
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, იუწყება პირველი არხი.

„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“, - აღნიშნა გვანცელაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1283-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 334 პაციენტია.

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
განათლება საქართველოში