თვითიზოლაციის წესები კიდევ თოთხმეტმა ადამიანმა დაარღვია ვიდეო

153
(განახლებულია 20:16 20.03.2020)
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კარანტინში კიდევ 14 ადამიანი მოათავსეს.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 141 ადამიანია გადაყვანილი.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

153