ტრამპი „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციებს ევროპელ და აზიელ პარტნიორებზე ზეწოლისთვის იყენებს

48
(განახლებულია 19:20 20.02.2020)
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა „როსნეფტის“ შვილობილ სტრუქტურას – შვეიცარიულ კომპანია Rosneft Traiding-ს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ვენესუელის ნავთობის გაყიდვის საქმეში.

„როსნეფტი“ ვენესუელის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს უმსხვილესი ექსპორტიორია. ვაშინგტონი ისწრაფვის, დაამხოს კანონიერი ხელისუფლება სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოში და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ვენესუელის ხელისუფლების ყველა ეკონომიკურ ურთიერთობაზე.

48

რომის პაპი „ადამიანი-ობობას“ შეხვდა ვიდეო

24
(განახლებულია 17:06 24.06.2021)
კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი საავადმყოფოში მყოფი ბავშვების ხშირი სტუმარია. ის ამავე კოსტიუმით მივიდა პონტიფიკოსთან და პატარა პაციენტების დალოცვა სთხოვა.

რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდა მამაკაცი ადამიანი-ობობას ფორმით.

კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი იყო 27 წლის მატია ვილარდიტა, რომელიც გასულ წელს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საბავშვო საავადმყოფოებში მუშაობისთვის დააჯილდოვა.

„მე ვიცვამ ადამიანი–ობობას კოსტიუმს, რათა ყველაზე პატარა პაციენტებს ღიმილი მოვგვარო“, – განმარტა იტალიელმა „სუპერგმირმა“.

ის პონტიფიკოსთან იმისთვის მივიდა, რომ რომის პაპისთვის ეჩუქებინა ნიღაბი, რომლის საშუალებითაც ის ავადმყოფი ბავშვების ტანჯვას უყურებს. მან სასულიერო პირებს პატარების დალოცვაც სთხოვა.

  • „ნამდვილი სუპერგმირები არიან ავადმყოფი ბავშვები და მათი ახლობლები, რომლებიც ბრძოლას იმედიანად და შემართებით განაგრძობენ“, – დაამატა ვილარდიტამ.

პირველად პორტის თანამშრომელმა სუპერგმირის ნიღაბი ოთხი წლის წინ გაიკეთა. მას თავად აქვს მძიმე დაავადება და 19 წლის განმავლობაში არაერთხელ წოლილა გენუის საბავშვო საავადმყოფოში.

„როდესაც მარტო ვიწექი ლოგინში, ძალიან მინდოდა, რომ ადამიანი-ობობა შემოსულიყო ფანჯრიდან ჩემს ოთახში“, – გაიხსენა მან.

ვილარდიტამ ასევე დაამატა, რომ კორონავირუსის პერიოდში მკაცრი საკარანტინო ზომების დროსაც ცდილობდა პატარების გახარებას, მან 1400-ზე მეტი ვიდეოზარი განახორციელა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი სტუმრადაც მიდიოდა ბავშვებთან და მათ მხიარულ დღესასწაულს ჩუქნიდა.

24

ძლიერი მიწისძვრა და პანიკა პერუში ვიდეო

75
(განახლებულია 16:40 24.06.2021)
პერუს დედაქალაქ ლიმაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ქვათაცვენა დაიწყო, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

სამშაბათს, 22 ივნისს პერუში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იუწყება ABC News.

ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ლიმაშიც. წყნარი ოკეანის სანაპიროს სავალ ნაწილზე ქვათა ცვენაც მოხდა.

ლიმას მკვიდრები მიწისძვრის დროს სახლიდან გარეთ გამოვიდა.

პერუში მსგავსი მოვლენა ხშირია, ქვეყანა წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლოვან ზოლზე მდებარეობს.

75
სოფიკო შევარდნაძე

„სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“ - სოფო შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე დუმილს არღვევს

0
(განახლებულია 15:22 24.06.2021)
ცნობილმა ჟურნალისტმა პაუზის შემდეგ ვაჟთან ერთად უახლესი ფოტო გამოაქვეყნა და ცხოვრებისეულ პირად დეტალებზე ისაუბრა. რატომ არის 42 წლის ტელესახის ცხოვრებაში უკანასკნელი სამი თვე სასწაული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა, დუმილი კიდევ ერთხელ დაარღვიოს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებს, „ფოლოვერები“ სულმოუთქმენლად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში განათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს. „სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“,- აღნიშნავს სოფო მიკრობლოგის ახალ პოსტზე. „ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან“,- უყვება ფანებს ჟურნალისტი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერდა სოფო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

0
თემები:
ქართველი სელებრითები