მერაბიშვილი თავისუფალია: ყოფილი პრემიერი ხელისუფლებასთან დაპირისპირებას აპირებს

გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

თბილისის მე-9 საპყრობილესთან მერაბიშვილს შეეგებნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები. ასევე ათობით ჟურნალისტი და ტელეკამერა.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ოპოზიციაში ვიქნები

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ყველაზე წარმატებული – პოლიციის რეფორმის ავტორი გახდა. მის დროს დანაშაულის მიმართ გამოცხადდა ნულოვანი ტოლერანტობა, ქუჩებში წესრიგი იყო უზრუნველყოფილი გადავსებული ციხეების ხარჯზე, სადაც ადგილების სიმცირის გამო პატიმრებს სამ ცვლაში ეძინათ. მერაბიშვილის დროს დაიწყო ომი „კანონიერ ქურდებთან“. 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. მის წინააღმდეგ ექვსი სხვადასხვა საქმე აღიძრა.

მას ბრალად ედებოდა ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა თბილისში, 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემა სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ჩარევა. კიდევ ერთი – 2007 წლის ნოემბერში აქციის დაშლასთან და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0