შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობაზე - ვიდეო

152
რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ჩინური კომპანია ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ერთ-ერთი შენობა ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყვა სამი მშენებელი

რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, მშენებლობის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, მესამე მათგანი კი - ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამთო ან სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დამნაშავეს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

152