მარადიული სიყვარული: საოცარი ასწლიანი ისტორია საქართველოდან

გამოწერა
სოფელ მანდაეთში უჩვეულო წყვილი ცხოვრობს – ნოე და მარიამ მუმლაძეები, რომლებსაც წელს, 1 იანვარს ასი წელი შეუსრულდათ, აქედან 75 მათ თანაცხოვრებაში გაატარეს.

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ყველაზე ხნიერ წყვილს ესტუმრა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ როგორ იპოვეს ერთმანეთი მონათესავე სულებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნოე და მარიამი დაქორწინებული 75 წელია არიან, ისინი ერთმანეთს იცნობენ და უყვართ ერთმანეთი ღრმა ბავშვობიდან. მათ ჰყავთ ხუთი შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი. ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, თავად ნოემ და მარიამმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.

ყველაზე უფროსი შვილი 72 წლისაა, უმცროსი – 63 წლის.

ყველა ახალი ამბავი
0