დრეზდენი ცეცხლში: რატომ დაბომბეს შტატებმა და ბრიტანეთმა გერმანიის კულტურული დედაქალაქი

გამოწერა
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1945 წლის 14 თებერვლის გამთენიისას დრეზდენზე ავიაშეტევა განახორციელეს.

დაბომბვის შედეგად ორ დღეში ქალაქის 80% დაინგრა. განადგურებული შენობების მხოლოდ 25% იყო საწარმოები და სამხედრო ობიექტები. ძირითადი დარტყმა ქალაქის ისტორიულმა ცენტრმა მიიღო. დაბომბვის ტაქტიკა თავდაპირველად დრეზდენის სრულ განადგურებას ითვალისწინებდა – თვითმფრინავებიდან ჯერ ფეთქებადი ნაღმები ჩამოყარეს, რითიც შენობების სახურავები დაანგრიეს, შემდეგ კი – ცეცხლოვანი, რამაც ხანძარი გამოიწვია. სხვადასხვა შეფასებით, დაბომბვის მსხვერპლთა რაოდენობა 25 ათასიდან 250 ათას ადამიანამდეა. დღეისათვის გერმანიის ხელისუფლება ოფიციალურად ასახელებს 25 ათას დაღუპულს. რატომ გაანადგურეს მოკავშირეებმა გერმანიის კულტურული დედაქალაქი – იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0