ფსიქოლოგიური ომი: ირანი უკრაინული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას უარყოფს

გამოწერა
ირანმა ფსიქოლოგიური ომი უწოდა დასავლეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინული Boeing 737 რაკეტით ჩამოაგდეს.

ავიაკატასტროფა თეირანში 8 იანვარს მოხდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების დადგენა. ერთ-ერთი ვერსია ტურბინის მწყობრიდან გამოსვლა და აალებაა. თავდაპირველად ამ ვერსიას განიხილავდა დასავლეთიც, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ირანის საზენიტო−სარაკეტო კომპლექსმა შეცდომით ჩამოაგდო. მომხდართან რუსეთის კავშირის გამოძებნაც მოხერხდა: როგორც იუწყებიან, ჩამოვარდნის ადგილზე რუსული წარმოების რაკეტების ნამსხვრევები იპოვეს. თეირანში ლაინერისათვის რაკეტის სროლას უარყოფენ. დაწვრილებით − იხილეთ ვიდეო.

ყველა ახალი ამბავი
0